თქვენთვის უკვე ნაცნობი საბავშვო ბრენდი "Tommee Tippee" იწყებს "თოთო" აქციას - სახელწოდებით "საჩუქარი თბილისის ყველა ახალ სიცოცხლეს".
მივმართავთ ყველა ორსულს და 2011 წელს დაბადებულეთა მშობლებს: მობრძანდით მაღაზია "Mommy Baby"-ში ( ც.დადიანის ქუჩა № 7; სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა" III სართული ) და მიიღეთ საჩუქარი "Tommee Tippee"- სგან.
აუცილებელი პირობა: 2011 წელს დაბადებულთა მშობლებმა თან უნდა იქონიონ ბავშვის დაბადების მოწმობა. აქცია იწყება 2 მაისს.
თქვენ ჯერ არ გსმენიათ "Tommee Tippee"-ს შესახებ?
ინგლისური ბრენდი "Tommee Tippee" წარმოგიდგენთ ბავშვისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო პროდუქციას. "Tommee Tippee"-ს არცერთი პროდუქტი არ შეიცავს ტოქსიურ ნივთიერებას ბისფენოლი-A-ს. გარდა ამისა, ამ ბრენდის თითქმის ყველა კვებისა თუ ჰიგიენის აქსესუარი ბუნებრივთან მიახლოვებულია, მაგალითად: ბოთლის საწოვარა დამზადებულია რბილი სილიკონისგან, რომელიც ასევე არ შეიცავს ბისფენოლი-А-ს და იმეორებს დედის დვრილის ფორმას. ეს უადვილებს პატარებს ხელოვნურ კვებაზე გადასვლას; აგრეთვე წარმოგიდგენთ სპეციალური დიზაინის მქონე სილიკონის მატყუარებს,"Tommee Tippee"-ს მიერ დაპატენტებული ორთოდონტული მასაჟორებით და მრავალი სხვა.
ბრენდი "Tommee Tippee" ხელს უწყობს ბავშვის სწორ და ბუნებრივ განვითარებას, ამ პროდუქციის გამოყენებისას ბავშვიც და დედაც 100%-ით დაცულია. სწორედ ამიტომ ჩვენი სლოგანია: "ყველაზე ახლოს ბუნებრივთან"!