13:21 / 01-06-2012
"თიბისი ბანკის" განცხადება
"თიბისი ბანკი", ბოლო დროის მანძილზე, თავს იკავებდა ანზორ ქოქოლაძის შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე რეაგირებისაგან, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ბატონი ქოქოლაძე იმყოფებოდა საპყრობილეში და, ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ ჩავთვლეთ მასთან პოლემიკაში შესვლა.
თუმცა, დღეს უკვე თავისუფლებაში მყოფი ანზორ ქოქოლაძე აქტიურად აგრძელებს ბანკზე და მის დამფუძნებლებზე ცილისწამების გავრცელებას და ამიტომ მორალურად სავსებით გამართლებულად მიგვაჩნია, ამჯერად ღიად წარმოვაჩინოთ მის მიერ საზოგადოების სრული დეზინფორმირების მცდელობა.

ჩვენ გვსურს წარმოვადგინოთ ფაქტების ქრონოლოგია, რომელიც ასახავს ელიტ ელექტრონიქსის ურთიერთობას "თიბისი ბანკთან" და ამ კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რის გაყალბებასაც ცდილობს ანზორ ქოქოლაძე. ქვემოთ მოყვანილია კონკრეტული ფაქტები და ციფრები. გვსურს, საზოგადოებამ თავად გააკეთოს დასკვნა:

•" ელიტ ელექტრონიქსმა" "თიბისი ბანკთან" თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც "ელიტ ელექტრონიქსმა" "თიბისი ბანკი"–სგან მიიღო სესხები, რომელთა უზრუნველსაყოფად ანზორ ქოქოლაძემ "თიბისი ბანკის" სასარგებლოდ დააგირავა "ელიტ ელექტრონიქსის" აქციათა 55%, კომპანიის სხვა აქტივები და ქოქოლაძის კუთვნილი ბინა.

• 2009 წლის პირველ ნახევარში "ელიტ ელექტრონიქსმა" რამდენჯერმე დაარღვია "თიბისი ბანკის" სესხის გადახდის გრაფიკი, თუმცა ბანკის მხრიდან ამას არ მოჰყოლია სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნა.

• 2009 წლის ივნისში ბანკმა გამოავლინა კეთილი ნება და მოახდინა "ელიტ ელექტრონიქსის" კრედიტების რესტრუქტურიზაცია. თუმცა მალე კომპანიამ ამ ახალი სესხის პირობებიც დარღვია. ამ მომენტისთვის "თიბისი ბანკის" მიმართ დავალიანება 13 მილიონ ლარს აღემატებოდა.

• 2009 წლის აგვისტოში "ელიტ ელექტრონიქსს" დაეკისრა 7,5 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რის გამოც კომპანიის ანგარიშებს დაედო საინკასო დავალება.

• ამ დროისათვის კომპანიის ჯამურმა დავალიანებამ შეადგინა 49 მილიონი ლარი: 7,5 მილიონი - საგადასახადო დავალიანება, 25 მილიონი - კრედიტორი ბანკების ("საქართველოს ბანკის", ბანკი "რესპუბლიკას", "სახალხო ბანკის" და "თიბისი ბანკის") მიმართ ვალდებულება, 12 მილიონი - მომწოდებლებისადმი დავალიანება და ასევე ვალდებულებები სხვა უამრავი კრედიტორის მიმართ.

• შეიქმნა ვითარება, რომ "ელიტ ელექტრონიქსის" ვალდებულებები რამდენჯერმე აღემატებოდა მის აქტივებს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების სრულად გაყიდვის შემთხვევაშიც, ვერ მოხდებოდა მისი ვალდებულებების დაფარვა და მაინც დარჩებოდა 35 მილიონი ლარის დავალიანება.

• ეს ბანკებისთვის და ყველა მევალისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, რადგან კომპანიას აღარ შესწევდა უნარი, დაებრუნებინა აღებული სესხები. "ელიტ ელექტრონიქსი" ფაქტობრივად გაკოტრებული იყო. ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკებს მოეთხოვათ კომპანიის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება და დაეყენებინათ იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების (მათ შორის, ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი აქციების) რეალიზაციის საკითხი, რათა  გაცემული სესხები ნაწილობრივ მაინც დაბრუნებულიყო.

• სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ელიტ ელექტრონიქსის" მართვა გადაეცა კრედიტორებისგან შერჩეულ რეაბილიტაციის მმართველს.

• პარალელურად, კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, კრედიტორმა ბანკებმა შეიმუშავეს სარეაბილიტაციო გეგმა და მოახდინეს კომპანიის მთლიანი სესხების რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებული შეღავათებით.

• გამოიყო დამატებითი ფულადი რესურსები კომპანიის ასამუშავებლად.

• თუმცა კომპანიის დირექტორად კვლავ რჩებოდა ანზორ ქოქოლაძე, რომელიც ხელს უშლიდა რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას.

• უფრო მეტიც, ქოქოლაძემ თავისი თაღლითური საქმიანობით გაკოტრებამდე მიიყვანა "ელიტ ელექტრონიქსი". როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბანკებიდან ნასესხებ თანხებს და კომპანიის შემოსავლებს იგი განკარგავდა არამიზნობრივად -
საეჭვო გარიგებების მეშვეობით ხდებოდა სახსრების "გადაქაჩვა" მისი და ახლო ნათესავების კუთვნილ კომპანიებსა და ისეთ მიმართულებებში, რომლებიც დაკავშირებული არ იყო" ელიტ ელექტრონიქსის" საქმიანობასთან.

• ანზორ ქოქოლაძემ და მისმა დამ, ეთერ ქოქოლაძემ (შპს "ტექნობუმის" დამფუძნებელმა) "ელიტ ელექტრონიქსს" 7,691 მილიონ ლარად მიჰყიდეს მათ მიერ დაფუძნებული კომპანიის - შპს "ელიტ ტექსტილის" 100%-იანი წილი, მაშინ, როდესაც ამ კომპანიის აქტივების ღირებულება 1,7 მილიონ დოლარს შეადგენდა და თან ეს ქონება დატვირთული იყო იპოთეკით "საქართველოს ბანკის" სასარგებლოდ.

• ზემოთხსენებული 7,691 მილიონი ლარი სრულად იქნა გატანილი "ელიტ ელექტრონიქსის" ანგარიშებიდან და სალაროდან პირადად ანზორ ქოქოლაძის მიერ, რაც დადასტურებულია სასამართლოს განაჩენით, რომლითაც ქოქოლაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებაში, მიესაჯა 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა "ელიტ ელექტრონიქსისთვის" მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

• ანუ, ქოქოლაძის გუნდი "ელიტ ელექტრონიქსს" იყენებდა, როგორც საკუთარი ფულადი რესურსების წყაროს და აძლიერებდა პარალელურად შექმნილ მისსავე სხვა კომპანიებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ, როგორც კი ქოქოლაძე ჩამოშორებული იქნა "ელიტ ელექტრონიქსის" მართვას, ქოქოლაძეებმა წამსვე წამოიწყეს ანალოგიური ბიზნესი "ტექნობუმის" სახით და ეს იმ დროს, როცა "ელიტ ელეტრონიქსი" დარჩა პრაქტიკულად ყოველგვარი სახსრების გარეშე, ათობით მილიონი ლარის დავალიანებით.

• არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქოქოლაძემ ეს ალტერნატიული ბიზნესი "ელიტ ელექტრონიქსიდან" სხვადასხვა გზით არაკეთილსინდისიერად მითვისებული თანხებით წამოიწყო.

• რაც შეეხება "ელიტ ელექტრონიქსის" რეაბილიტაციის გეგმას, მისი ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა ქოქოლაძის ჩამოშორება კომპანიის მართვიდან და მისი და მისი ნათესავების ჩანაცვლება მაღალკვალიფიციური კადრებით.

• 23 თებერვალს ქოქოლაძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან, რის შემდეგაც მიზანმიმართულად განხორციელდა "ელიტ ელექტრონიქსის" ბათუმის მაღაზიების ქსელის პარალიზება, დოკუმენტაციისა და საწყობების დროული გადაბარების გაჭიანურება, მთავარი პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება, თანამშრომლების დაშანტაჟება... ყოველივე ამან კომპანიის ფუნქციონირებას კიდევ ერთხელ სერიოზულად შეუშალა ხელი და მას დამატებითი ზიანი მიაყენა.

• შედეგად, მარტში "ელიტ ელექტრონიქსმა" კვლავ დაარღვია სესხის ხელშეკრულება, რის გამოც "თიბისი ბანკმა"  წერილობით გააფრთხილა ანზორ ქოქოლაძე, რომ მოხდებოდა დაგირავებული აქციების რეალიზაცია.

• 2010 წლის მაისში მოხდა "თიბისი ბანკის" სასარგებლოდ დაგირავებული აქციების ("ელიტ ელექტრონიქსის" აქციათა 55%-ის) რეალიზაცია, რომელიც ბანკმა 116 ათას ლარად შეისყიდა. ამ პერიოდისთვის ეს იყო ფაქტობრივად გაკოტრებული კომპანიის აქციები, რომელთაც ღირებულება არ გააჩნდა და მას მხოლოდ ვალდებულებები მოყვებოდა.

• იმისთვის, რომ ბანკებს ნაწილობრივ მაინც დაებრუნებინათ მათ მიერ გაცემული სესხები და "ელიტ ელექტრონიქსის" ასობით დასაქმებული ადამიანი ქუჩაში არ დარჩენილიყო, საჭირო გახდა დიდი გამოცდილების მქონე სტრატეგიული ინვესტორის მოძიება, რომელიც მოახერხებდა "ელიტ ელექტრონიქსის" მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას, და მისთვის "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების გადაცემა.

• ჩვენ მოვახერხეთ, მოგვეწვია ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია "ბრიმაგი", რომელმაც თავის თავზე აიღო "ელიტ ელექტრონიქსის" რეაბილიტაცია და საჭირო ინვესტიციების განხორციელება.

• კომპანიის გადარჩენის მიზნით მაინც საჭირო გახდა დავალიანებების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერა, რის გამოც, საბოლოო ჯამში, "თიბისი ბანკმა" მაინც ვერ ამოიღო გაცემული სესხი და ბანკის ზარალი დღეისათვის შეადგენს 8 მილიონ ლარზე მეტს.

ამასთან, გვინდა განვაცხადოთ, რომ არც "თიბისი ბანკი" და არც მისი აქციონერები არ ფლობენ "ელიტ ელექტრონიქსის" აქციებს.
აქამდე ჩვენ, არა მარტო თავს ვიკავებდით ანზორ ქოქოლაძისთვის პასუხის გაცემისგან, არამედ პირადად მისთვის არ მოგვითხოვია თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თანხების გადახდა და არც მისი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია განგვიხორციელებია, რაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე გაკეთდა.

"თიბისი ბანკი" არავის მისცემს მისი რეპუტაციის შელახვის უფლებას. მოვუწოდებთ ქოქოლაძეს, შეწყვიტოს ცილისწამება, რადგან აუცილებლად გამოვიყენებთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ ყველა უფლებას "თიბისი ბანკის" საქმიანი რეპუტაციის დასაცავად.

"თიბისი ბანკი"

R
11:34 / 04-06-2012
მოკლედ ერთი შეწვი მეორე მოხარშე ან ფერი ფერსო მადლი ღმერთსო, ასეთი ახსნა უფრო მოუხდებოდათ მათ, პირველი და უკვე აღიარებული ფაქტია,რომ კრედიტების სიძვირით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია!

რაც შეეხება კრედიტების სიძვირეს, საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია. საშუალო შეწონილი განაკვეთი სესხებზე 24.2%-ს შეადგენს. ბანკების - მიერ ოჯახების გაუბედურების ციფრები კი კატასტროფული. ასეა ჯერ სისხლს გვწოვენ და მერე ამ ჩვენივე სისხლით ,,ქველმოქმედებას" ეწევიან და ჰუმანურები ხდებიან. მეორე, ვკითხულობ კომენტრებს და ჯერ ვერსად ამოვიკითხე ვინმეს გაჩენოდა შეკითხვა იმაზე თუ რა საჭირო იკო საქართველოში, აასეთ პატარა ქვეყანაში ელიტ-ელექტრონიქსის- ტექნიკის 50 მაღაზია, რომლებიც უკვე ქალაქის ყველა უბანში კი არა, ყველა ქუჩაზეც კი ისე მრავლდებოდა როგორც სოკოები წვიმის შემდეგ?! თუ არ.......???
kato
17:34 / 03-06-2012
საინტერესოა როდის დაიცკო ბანკებმა გაკოტრებული ფირმის აქციების ყიდვა. უბრალო ხალხს უყიდის ბინებს და ქოქოლაძეს რატო არ გაუყიდა. როდის მერე გახდა ეგ ბანკი მასეთი ჰუმანური..... ორიდან ერთი ხო ტყით და ბანკი რაც არ უნდა მართალი იყოს ეხლა უკვე ტყუის ხალხს ბინას უყიდის და გატეთ ტოვებს და ქოქოლაძესთან გაახსენდა ჰუმანურობა ეგ აბსურდის და ტყუილი
sulxan
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:06 / 17-10-2014
12:05 / 24-10-2014  Image ღარიბაშვილის ცოლის ძმა ბინის ქირის ფულს ითხოვს
პარლამენტთა ქუთაისში ცხოვრებასთან დაკავშირებით გაცემულია 1 367 303,91 ლარი
11:28 / 24-10-2014  Image 10 წლის ბავშვმა თავი მოიკლა
სკოლის მოსწავლე მაღალსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა.
12:22 / 24-10-2014  Image როგორ უმკლავდებიან უცხოელი გოგონები ჭარბ წონას - ყველაზე მოვლილი სხეულები (+45 ფოტო)
+PHOTO: ქართველი მამაკაცებისა და ქალების შესახებ ამას ვერ ვიტყვით
10:23 / 24-10-2014  Image ზურაბ წერეთელს საშოდან გამოღებული წიგნი გაუგზავნეს და გამყიდველი მედროვე უწოდეს
სკანდალი გამოფენაზე
11:11 / 24-10-2014  Image სააკაშვილი რუსმა მსახიობმა ტელეფონით გააშაყირა - რა ათქმევინა პაროდისტმა ექს-პრეზიდენტს
"ხულიგანი", რომელიც ინტერნეტში ცნობილია სახელით ვოვანი, სააკაშვილთან...