12:22 / 06-06-2012
"პალიტრა მედიის" "ლურჯ მონეტებს" ასეულობით ადამიანი ანაღდებს
"პალიტრა მედიის" "ლურჯ მონეტებს" სხვადასხვა დაწესებულებებში ასეულობით ადამიანი ანაღდებს. ფასდაკლების კუპონების მომხმარებელთა რაოდენობა კვირიდან კვირამდე მატულობს. ამას პროდუქციის მრავალფეროვნება განაპირობებს. "ლურჯი მონეტებით" ფასდაკლების მიღება 20-მდე დაწესებულებაშია შესაძლებელი: წიგნებზე, სხვადასხვა ტექნიკაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, კოსმეტიკის საშუალებებზე და სხვა პროდუქციასა თუ მომსახურებაზე. პროექტში მონაწილე სხვადასხვა კომპანიებში განსხვავებული შედეგები ფიქსირდება, მაგრამ ერთი ცხადია - "ლურჯ მონეტებს" დღითიდღე მეტი ფასი ედება.

"ბიბლუსის" წიგნების მაღაზიათა ქსელის 22 მაღაზიაში, მხოლოდ მაისის თვეში ორიათასზე მეტი კუპონი განაღდდა. მათი დახმარებით ძალიან ბევრი წიგნი გაიყიდა მნიშვნელოვანი შეღავათით. "ბიბლუსში" განსაკუთრებული მოთხოვნაა საყმაწვილო წიგნების სერიაზე "გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები", ასევე ლიდერობს "დიდი მხატვრების" სერია,    ივნისიდან კი ამ წიგნებს კიდევ ერთი შესანიშნავი სერიის წიგნები დაემატა, სერიიდან "ჩემი რჩეული" - გურამ რჩეულიშვილის ექვსტომეული. იმის გამო, რომ "ლურჯი მონეტების" შეგროვებისა და მათი განაღდების მოთხოვნა რეგიონებშიც მატულობს, გადაწყდა, რომ იმ რაიონებში, სადაც "ბიბლუსის" მაღაზიები არ არის, პრესის გავრცელების ჯიხურებშიც მიეცეს ხალხს "ლურჯი მონეტების" განაღდების და წიგნების ნახევარ ფასში შეძენის შესაძლებლობა. 

მომხმარებელთა
შორის სხვა კომპანიების შეთავაზებებიც პოპულარულია - აფთიაქ "მირკოში" მოთხოვნა ციფრულ სასწორებსა და წნევის აპარატებზეა, სადაც კუპონებით 50%-იანი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი. ერთ თვეში ასობით ერთეული პროდუქცია იყიდება ლურჯი მონეტებით.

უამრავი მყიდველი დაინტერესდა ასევე კოსმეტიკური საშუალებებით, რომელზე ფასდაკლება "ლურჯი მონეტებით" მაღაზიათა ქსელმა "ივროშემ" დააწესა.  როგორც თავად მაღაზიაში განაცხადეს, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მაისში მხოლოდ ერთ მაღაზიაში 100-ზე მეტმა მომხმარებელმა გაანაღდა კუპონები.

პროექტში მონაწილე კომპანიები თავად განსაზღვრავენ, რამდენ პროცენტ ფასდაკლებას დააწესებენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, იქ სადაც მეტი ფასდაკლებაა, მომხმარებელთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

პერიოდულად პროექტს ემატება სხვადასხვა პროფილის კომპანიები. ახლა უკვე მედიცინის სფეროც გააქტიურდა. მომხმარებელს 20%-იანი ფასდაკლების მიღების საშუალება აქვს რინოპლასტიკაზე (ცხვირის ოპერაცია) - კლინიკაში "გიდმედი", კლინიკა "მედლაბი" კი "ლურჯი მონეტების" მომხმარებლისთვის სრულ მომსახურებაზე 30%-იან ფასდაკლებას აწესებს. პროექტში 30%-იანი ფასდაკლებით მონაწილეობს ასევე სტომატოლოგიური კლინიკა "მულერდენტიც".

პროექტში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: 2 38 35 08

R
21:33 / 06-06-2012
მე მგონი ამ ტალონებით უხარისხო და ჩაწოლილი საქონელი საღდება. ვიყიდე სასწორი, ავიწონები - ვარ ოთხმოცი კილო მეორედ ავიწონები ოთხმოცდახუთი,არადა ამ დროს არაფერი მიჭამია.საჭმელი არ მქონდა და რას შევჭამდი.მე მგონი ეს იყო ბლეფი.ის სასწორი ისედაც ის ფასი ღირდა.
კოკი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:48 / 24-08-2016  Image სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
ახალგაზრდა სირიაში მამასთან ერთად, 2013 წელს წავიდა
10:18 / 24-08-2016  Image რომელ სახელმწიფო შპს-ს უხელმძღვანელებს სოსო ჯაჭვლიანი - "წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანია"
"მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება"
11:23 / 24-08-2016  Image ის, რაც აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ახლა ყველაზე მეტად აინტერესებთ - გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტება ჩარიცხვებთან დაკავშირებით
"ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-თ"
13:44 / 24-08-2016  Image "ყველაზე, ყველაზე მაგარი ხარ ყველაფერში!" - როგორ მიულოცეს ცნობილმა ცოლებმა ქმრებს დაბადების დღე
სამი ცნობილი ცოლი მეუღლეს ულოცავს
11:22 / 24-08-2016  Image რას წერს "ზუმბა" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე: "მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარი"
მუსიკოსი ბოლო რამდენიმე წელია საქართველოდან წავიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49