LEAF - შენი გზა უმაღლესი განათლებისკენ

LEAF - შენი გზა უმაღლესი განათლებისკენ

ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა LEAF-მა ( www.leaf.ge ) ჩვეული წარმატებით დაასრულა წინა სასწავლო წელი. კურსდამთავრებულების დაფინანსების საერთო ჯამმა 1 000 000 დოლარზე მეტი შეადგინა. (http://leaf.ge/index.php/) ჰამილტონი (Hamilton College), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), სქიდმორი (Skidmore), ფრენკლინ ენდ მარშალი (Franklin & Marshall College) და ჯაკობსი (Jacobs University). ეს არის იმ უნივერსიტეტების არასრული ჩამონათვალი, სადაც LEAF -ის კურსდამთავრებულებმა გააგრძელეს სწავლა.

"ნაყოფიერი წელი გვქონდა შარშან და კიდევ უფრო ნაყოფიერს ველით წელს. ხუთი მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით, სადაც მინიმალური ნიშნული 150 000 ამერიკული დოლარი იყო. ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო ყველა დანარჩენმა სტუდენტმა. ეს წარმატება მათი დამსახურებაა. მათი მონდომების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენც მიგვიძღვის ამ საქმეში. ყოველწლიურად ვამტკიცებთ, რომ LEAF-ი ნამდვილად საუკეთესო გზაა უმაღლესი განათლებისკენ" - აღნიშნა LEAF-ის დირექტორმა გიორგი ჩავლეიშვილმა.

LEAF-ი წელს გაფართოვდა და კიდევ ერთი ფილიალი იხსნება ვაკეში, ბარნოვის 73-ში. აქაც იგივე მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, რასაც გთავაზობთ საბურთალოს ფილიალი, ჩერქეზიშვილის 4-ში. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა დამატებით სამი ამერიკელი პედაგოგის მოწვევა. პედაგოგების შესარჩევად LEAF-ის წარმომადგენლობა ამერიკაში იმყოფებოდა.

"პედაგოგების შერჩევას ყოველთვის ზედმეტი სიფრთხილით ვეკიდებით. ყველა უცხოენოვანი ადამიანი პედაგოგი ვერ იქნება. ამისათვის შესაბამისი განათლება, უნარი და გამოცდილებაა საჭირო. სწორედ კარგი პედაგოგების დამსახურებით აქვთ LEAF-ის სტუდენტებს მაღალი შედეგები."- LEAF-ის დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი.

LEAF-ის ორივე ფილიალში მიღება დაწყებულია უცხო ენებისა და საერთაშორისო ტესტებისათვის (TOEFL, IELTS, SAT, GRE, GMAT ) მოსამზადებელ კურსებზე. ასევე მიიღებიან აბიტურიენტები და სკოლის მოსწავლეები საქართველოს სასკოლო პროგრამაში მოსამზადებლად. აქვე ფუნქციონირებს College Counseling-ი. ნოვატორული სერვისი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების შერჩევას, მომზადებასა და საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება-შევსებაში დახმარებას.

P.S. ამჟამად LEAF-ს სპეციალური შეთავაზება აქვს ყველა ფეისბუქის (facebook.com/leaf.ge ) მეგობრისთვის - 150 ლარიანი ფასდაკლება ენის ინტენსიურ კურსებზე უცხოელი პედაგოგების სწავლებით.

კონკრეტული შეკითხვებისა და კონსულტაციისთვის:

მისამართი: ჩერქეზიშვილი ქ. N4; ბარნოვის ქ. N73;

ტელეფონი: (+995 32) 237 70 08; (+995 32)2373179; (+995 32) 222 06 69

ვებ.გვერდი: www.leaf.ge; ბლოგი: http://blog.leaf.ge

ფეისბუქი: facebook.com/leaf.ge

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო