MARKS&SPENCER-ის 2013 წლის საშემოდგომო კოლექცია უკვე გაყიდვაშია

MARKS&SPENCER-ის 2013 წლის საშემოდგომო კოლექცია უკვე გაყიდვაშია

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბრენდის - Marks & Spencer-ის ახალი საშემოდგომო კოლექცია უკვე გაყიდვაშია. მომხმარებელს ახალი კოლექციის შეძენა "თბილისი მოლში" მდებარე Marks & Spencer-ის მაღაზიაში შეუძლია.

თანამედროვე ელეგანტურობა, სადა, დახვეწილი დიზაინი, მოხდენილი სილუეტითა და მიმზიდველი ქალურობით - ახალ კოლექციაში მთავარი აქცენტი კვლავ მაღალ ხარისხსა და ძლიერ ინდივიდუალურ მოდელებზეა გაკეთებული და გამოირჩევა თანამედროვე მაღალი მოდის ტენდენციებით.

„ახალი 2013 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ტენდენციურია ორნამენტიანი და დამატებითი დეტალებით შექმნილი ლუქები, რაც ახალ კოლექციას უფრო დახვეწილსა და ელეგანტურ იერს მატებს. კოლექციაში წარმოდგენილი მკაცრი ფერებისა და ნაზი ქსოვილის მიქსი - განსაკუთრებულ გლამურს შესძენს თქვენს გარდერობს ახალი სეზონისთვის. ახალი კოლექციის მუქი ტონალობა, დახვეწილი, მდიდრული ფერები, მაღალი ხარისხის ქსოვილი და დამატებითი დეტალები თქვენს საღამო ჩაცმულობას სახასიათოდ გლამურულს გახდის,“ - აცხადებენ Marks & Spencer-ში.

Marks & Spencer-ი აგრძელებს ინოვაციური სიახლეებით მომხმარებლის განებივრებას და სიახლეს სთავაზობს მათ, ვინც ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის. Marks & Spencer-ი ამ ახალ სეზონზე წარმოადგენს Insolia™ ტექნოლოგიით Autograph-ის ფეხსაცმელებს, რომლებსაც დამატებული აქვს დამატებითი ფენა სირბილისთვის, რაც მომხმარებელს უფრო მეტ კომფორტს უქმნის. ასევე წარმოდგენილია Insolia™ Flex ყველა დაბალძირიანი ფეხცამელისთვის, კონკრეტულად მათთვის, ვინც ყოველდღიურად და უპირატესობას დაბალძირიან ფეხსაცმელს ანიჭებს.

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბრენდი Marks & Spencer-ი 128 წლის წინ დაარსდა და ამჟამად ბრიტანეთში წარმოდგენილია 730 მაღაზიით, ხოლო ევროპაში, ახალ აღმოსავლეთსა და აზიაში 390 მაღაზიით. მაღაზიათა ქსელს ყოველკვირეულად 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს. კომპანიაში 81 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოდგომა/ზამთრის მთავარი ტენდენციები:

თანამედროვე ელეგანტურობა;

სადა, დახვეწილი დიზაინი;

მაღალი მოდის ტენდენციები მოხდენილი სილუეტითა და მიმზიდველი ქალურობით;

საბედისწერო ქალბატონი;

ძლიერი, მკაცრი ფერებისა და ნაზი ქსოვილის მიქსი, - ეს ყველაფერი განსაკუთრებულ გლამურს შეძენს თქვენს გარდერობს ახალი სეზონისთვის;

მუქი ტონალობა,

დახვეწილი, მდიდრული ფერები, ქსოვილი და დამატებითი დეტალები, - სწორედ ეს ქმნის თქვენს საღამო ჩაცმულობას სახასიათოდ გლამურულს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი