კიევის ყოფილი მერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ევრომაიდანზე დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად 10 მილიონი გრივნა გამოყო

კიევის ყოფილი მერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ევრომაიდანზე დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად 10 მილიონი გრივნა გამოყო

გაზეთი "სევოდნია" - კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 10 მილიონი გრივნა გამოყო ოჯახების დასახმარებლად, რომლთა წევრებიც ევრომეიდანზე დაიღუპნენ. დაღუპულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

უკრაინული გამოცემა "სევოდნია"-ს ცნობით, კიევის ყოფილი მერი ფინანსურად დაეხმარება ყველა ოჯახს, რომელთა ოჯახის წევრებიც გმირულად დაიღუპნენ ევრომეიდანზე. ლეონიდ ჩერნოვეცკი ოჯახების დასახმარებლად 10 მილიონ გრივნას გამოყოფს.

თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ჩერნოვეცკი აცხადებს: "მე მთელი სულით შეძრწუნებული ვარ იმ მსხვერპლით, რომელიც განიცადა უკრაინელმა ხალხმა კეივში მომხდარი კონფლიქტის დროს. არ მყოფნის სიტყვები, რომლითან შემიძლია გამოვხატო ის ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი. მე ვაცხადებ, რომ გამოვყავი 10 მილიონი გრივნა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისი ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ ევრომეიდანზე. მე კარგად მესმის, რომ ვერანაირი ფინანსური დახმარება ვერ აუნაზღაურებს ამ ადამიანების დანაკლისს მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს. კომპენსაციას მიიღებს ყველა, განურჩევლად იმისა, ვისი მხარდამჭერი იყო დაღუპული - ხელისუფლების თუ ოპოზიციის. მკვლელების გარჩევას დაზარალებულებისგან შევძლებ! ამაში თვითონ ხალხი დამეხმარება.

ახლა ჩემი სამსახურები უკვე მუშაობენ მოსამზადებლად ამ საორგანიზაციო პროცესის დასაწყებად.

ვლოცულობ უკრაინისთვის!

მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას ამ სამუშაოების შედეგების შესახებ".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიარდელი ლეონდ ჩერნოვეცკი უკვე 3 წელია ცხოვრობს საქართველოში, კერძოდ ქალაქ ქობულეთში, სადაც ზღვის სანაპიროზე ფლობს ძალიან დიდ, ლამაზ სახლს.

თავის ფეისბუქ გვერდზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გახსნა ფოტოგალერეა სახელწოდებით " საქართველო, რომელიც მე მიყვარს".

2012 წლის აპრილში ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოში დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" . არსებული ინფორმაციით, მისმა ორგანიზაციამ თბილისში გახსნა ბავშთა სახლი, რომელიც შეესაბამება უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს და არის ერთ- ერთი საუკეთესო ევროპაში.

მისი ფონდი თბილისში თითქმის 2 წელია ყოველდღიურად ეხმარება 300 სოციალურად დაუცველ მოხუცებულ ადამიანს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ამ ადამიანებს ყოველდღიურად ჩერნოვეცკის ფონდიდან ეძლევათ უფასო

ექთნის მომსახურება, უფასო მედიკამენტები და ჰიგიენური საფენები. ასევე, ფონდი მათ პერიოდულად ამარაგებს საკვები პროდუქტებით.

უკრაინაში ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო საქმიანობას 15 წელზე მეტია ანხორციელებს, მისი ფონდი კიევში ეხმარება უსახლკაროებს და მოხუცებულს, ვისთვისაც ყოველდღიურად, მთელი ქალაქის მასშტაბით, მზადდება უფასო სადილი; ასევე, მათ ასევე ეხმარებიან წამლებით და მედიკამენტებით.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პირველი მეუღლე ჰყავდა ქართველი, რომლთანაც ორი შვილი ჰყავს. ხოლო მეორე მეუღლესთან, ელენასთან მას ჰყავს შვილი გავრიილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეეძინა და ისინიც საქართველოში გადმოიყვანა საცხოვრებლად.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კიევის მერის პოსტი 2012 წლის 1 ივნისს დატოვა. საკმაოდ მალე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა იანუკოვიჩი. ჩერნოვეცკი ორჯერ იყო არჩეული კიევის მერად, ხოლო მერის პოსტამდე 4 ჯერ იყო არჩეული დეპუტატად უკრაინის უმაღლეს საბჭოში.

კიევის მერის პოსტზე ყოფნის დროს ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს უფასოდ გადასცა მიწა კიევის ცენტრში საუკეთესო ადგილას საქართველოს საელჩოს მშენებლობისთვის. ასევე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დააფინანსა კიევში შოთა რუსთაველის სახელობის ძეგლის მშენებლობა (300,000 დოლარი) რომელიც ერთ -ერთი ულამაზესი ძეგლია კიევში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი