მიიღეთ კელი ბრუკის მსგავსი ტანი - როგორ დავიკლოთ წონაში

მიიღეთ კელი ბრუკის მსგავსი ტანი - როგორ დავიკლოთ წონაში

ყველა სუპერმოდელი ვერ იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაისურსა, თუ ჯინსში ზედმეტი წონის გამო "ვეღარ ჩავეტიოთ".

მალე ზაფხული მოდის და დროა, ჩიპსებსა და პიცაზე უარი ვთქვათ. ეს მარტივი ხერხები დაგეხმარებათ, მოშვებული და მოდუნებული სხეული გაამკვრივოთ. როგორი მკაცრი დიეტაც არ უნდა დაიცვათ, ვარჯიშისა და სირბილის გარეშე არაფერი გამოვა. თავს ნუ მოიტყუებთ, რომ მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის წყალობით დაწვავთ ცხიმს.

როგორ დავიწყოთ? პირველ რიგში მაღვიძარა ლოგინიდან შორს დატოვეთ, რადგანაც მისი მომაბეზრებელი წიკწიკი და გათიშვის სურვილი ლოგინიდან წამში წამოგახტუნებთ - ამის შემდეგ შეუძლებელია, ძილის გაგრძელების სურვილი გაგიჩნდეთ. ანუ პირველი დაბრკოლება გადალახულია - სისხამ დილით თქვენ უკვე ფეხზე ხართ.

აღმოჩნდა, რომ გოგონები ხშირად დიეტას იმიტომ არღვევენ, რომ სია არ აქვთ ჩამოწერილი. მაგალითად: აწარმოეთ დღიური, სადაც ჩამოწერთ, თუ რა უნდა ჭამოთ და რისი ვარჯიშები გააკეთოთ. სირბილისთვის აუცილებელია ისეთი საკვები მიიღოთ, რომელიც D ვიტამინს შეიცავს. მისი წყალობით გააძლიერებთ ძვლებს, კუნთებსა და ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო. ამასთან, თითოეული ვარჯიშის შემდეგ სახლში დაბრუნებისას, საკუთარ ტანს ფოტო გადაუღეთ. მოტივაცია გაგეზრდებათ და გულსაც გაგიხარებთ იმის შედარება, თუ როგორ მოგაკლდათ გრამები დროთა განმავლობაში.

შეიძლება ზამთარში გარეთ ვარჯიში რთული იყო, მაგრამ გაზაფხულზე რაღას მოიმიზეზებთ? ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, თუ კონკრეტულად, რა მიზანს ემსახურება ვარჯიში. მაგალითად, თუ აქტიურად მთელი წელია არ გივარჯიშიათ, ან ლიფტით ხშირად მგზავრობთ, როგორც არ უნდა მოინდომოთ, შეუძლებელია, დიდ მანძილზე ირბინოთ. მიაქციეთ ყურადღება წონასაც - პუტკუნა ქალი ვერასდროს ირბენს ისეთი დატვირთვით, როგორც გამხდარი და ნავარჯიშები გოგონა. ნუ იფიქრებთ, რომ თუ დიდხანს და შეუსვენებლად ივარჯიშებთ, უფრო ადვილად, ან სწრაფად გახდებით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ - თითოეული ვარჯიშის შემდეგ უნდა დაისვენოთ (დასვენებაში 1 საათი არ იგულისხმება, მაქსიმუმ 5 წუთი) და შემდეგ ახალი ვარჯიში გააკეთოთ. როგორც ნაომი კემპბელის მწვრთვნელი, მეთ რობერტსი ამბობს, ძლიერი ვარჯიშისთვის მხოლოდ 15-20 წუთი უნდა დავხარჯოთ. სირბილის დროს თუ ტკივილს, დაღლას, ან თავბრუსხვევას იგრძნობთ, აღარ ირბინოთ და სწრაფად იარეთ. ფიტნეს-ინსტრუქტორები ამტკიცებენ, რომ სწრაფად სიარული სირბილს არ ჩამოუვარდება.

"თქვენი ცხოვრების დონის გაუმჯობესების დრო დადგა. 15-20 წუთი - კვირაში 4 დღე. სავსებით საკმარისია", - ამბობს მეთი.

მომზადებულია express.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს