8 წლის გოგონა, რომელიც სიმსივნეს, შიდსს და სხვა ავადმყოფობებს კურნავს

8 წლის გოგონა, რომელიც სიმსივნეს, შიდსს და სხვა ავადმყოფობებს კურნავს

ბრაზილიაში მცხოვრები 8 წლის გოგონას, ალან სანტოსის სანახავად ხალხის ნაკადი არ წყდება. ის ავადმყოფებს კურნავს.

ადგილობრივების თქმით, პატარა გოგონა ნამდვილ სასწაულებს ახდენს და ისეთ სნეულებებსაც კი კურნავს, როგორიც არის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სიმსივნე. სანტოსი მამასთან ერთად ფაველაში მდებარე ეკლესიაში მოღვაწეობს. როგორც მამამისი, პასტორი ადაუტო სანტოსი ამბობს, როგორც კი ბავშვი ავადმყოფს ხელით ეხება, პაციენტი მიწაზე უგონოდ ეცემა და შოკში ვარდება. კვირაში ორჯერ ნებისმიერ ადგილობრივს შეუძლია, მივიდეს ეკლესიაში და ჰქონდეს იმედი, რომ განიკურნება. 

ალანი 2 წელია ხალხს ეხმარება. როდესაც გაიზრდება, ექიმობას აპირებს. "მე ვლოცულობ, ღმერთი კი სასწაულებს ჩადის", - ამბობს გოგონა.

ალანის მამას ვებსაიტიც აქვს, სადაც პოსტერებსა და DVD-ის ყიდის. ამასთან, ნებისმიერს შეუძლია, გოგონას სკაიპით შეეხმიანოს. გოგონას მამა ყველას მოუწოდებს, გააცნობიერონ, რომ "ალანი ჩვეულებრივი გოგონაა. ხალხს იესო ქრისტე კურნავს - ბავშვი მხოლოდ ინსტრუმენტია".

dailymail.co.uk

24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაართობს

"დილა რომ თენდება, ვიცი, საჭირო ვარ" - ქართველი დიზაინერი, რომელიც "ფეშენ" პირბადეებს კერავს და მსურველებისთვის სახლში თვითონვე მიაქვს