იესო ქრისტეს ჯვარცმისას მკლავები თავს ზემოთ ჰქონდა? - მეცნიერები ჯვარცმის ახალ ვერსიაზე

იესო ქრისტეს ჯვარცმისას მკლავები თავს ზემოთ ჰქონდა? - მეცნიერები ჯვარცმის ახალ ვერსიაზე

დღემდე ცნობილი იყო, რომ იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრისას მკლავები ჰორიზონტალურად ჰქონდა გაწვდილი. თუმცა, მეცნიერებს ამ თემაზე სხვა მოსაზრება აქვთ.

ისინი ახალი კვლევის მიხედვით აცხადებენ, რომ იესო ქრისტემ ჯვარცმისას გაცილებით დიდი ტკივილი იგრძნო და მას გაცილებით უფრო ულმობლად მოექცნენ, ვიდრე გვგონია. მათი აზრით, ქრისტეს მკლავები თავს ზემოთ იყო მილურსმული და არა ჰორიზონტალურად.

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ქრისტეს სუდარა (ტურინის სუდარა) შეისწავლა. მათი თქმით, წარმოდგენილია Y მოხაზულობა. ლივერპულში მდებარე უნივერსიტეტის John Moores University-ს მეცნიერი ჯონ მურისი ყოველკვირეულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ New Scientist-თან საუბარში აცხადებს, რომ "ეს ძალიან მტკივნეული პოზიციაა და ასეთ პოზაში სუნთქვა ჭირს".

მეცნიერმა მატეო მორინიმ გადაწყვიტა გამოევლინა, მარცხენა მკლავზე წარმოდგენილი "სისხლის ლაქები" ნამდვილად შეესაბამებოდა თუ არა სისხლის დინებას ჯვარცმული პიროვნებიდან. გამოკვლევა უფრო სრულფასოვანი რომ ყოფილიყო, ექსპერიმენტში სხვა მკვლევარიც ჩაერთო. იტალიის უნივერსიტეტის, University of Pavia-ს მკვლევარმა ჯვარცმის განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა:  სისხლი მოედინებოდა მის მკლავზე იმ ადგილიდან, სადაც ლურსმანი ხელში იყო ჩაჭედებული. მეცნიერთა დუეტმა აღმოაჩინა, რომ "სისხლი", რომელიც სუდარაზეა ნაჭდევი, ჯვარცმას შეესაბამება, - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება მილურსმული იყო ჯვარზე "Y" პოზიციით და არა "T", როგორც ამას ქრისტიანულ სამყაროში გამოსახავენ.

ამასთან, როგორც მასაჩუსეტსის შტატში მოღვაწე მეცნიერი გილბერტ ლავოი ვარაუდობს, პიროვნება, რომელიც სუდარაზეა გამოსახული, ჯვარცმულია Y ფორმით (Y-shape).

"სისხლისდენის მიმართულება აბსოლუტურად თანხვედრია იმისა, რასაც სუდარაზე ხედავთ", - ამბობს ის.

დანიელი მეცნიერი ნიელს სვენსონი, რომელიც ასევე მონაწილეობდა სუდარის შესწავლაში, აცხადებს, რომ "სუდარაზე წარმოდგენილი ანაბეჭდი საერთოდ არ შეესაბამება ჯვარცმის ამსახველ გამოსახულებას, რომელიც დღემდე ცნობილია".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ ხელის გულზე, ძალიან გაგიმართლათ - აი, რა უნდა იცოდეთ