ჰიტლერის ცოლი ებრაულ ფესვებს მალავდა - მეცნიერებმა ევა ბრაუნის დნმ გაშიფრეს

ჰიტლერის ცოლი ებრაულ ფესვებს მალავდა - მეცნიერებმა ევა ბრაუნის დნმ გაშიფრეს

ნაცისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის მეუღლეს, ევა ბრაუნს ებრაული ფესვები აღმოაჩნდა. ეს სენსაციური დასკვნა მეცნიერებმა მისი თმის ღერიდან აღებული დნმ-ის შესწავლის შედეგად დაამტკიცეს. თმის ღერის ანალიზმა დაასტურა, რომ ევა ბრაუნს ებრაული მემკვიდრეობა დედის ხაზით ერგო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მალავდა. მას ჰაპლოჯგუფის გენები აღმოაჩნდა, რომელიც ებრაელ-აშკენაზებისთვის არის დამახასიათებელი. ეს უკანასკნელნი კი ებრაული მოსახლეობის 80%-ს შეადგენენ. მე-19 საუკუნეში მათი უმრავლესობა კათოლიკე გახდა.

ევა ბრაუნის თმის ღერი მის სავარცხელზე იყო შემორჩენილი, რომელიც 1945 წელს ბავარიის ალპების რეზიდენციაში აღმოაჩინეს და დღემდე დაცულია.

ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკის მიხედვით, ებრაელი ერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი იყო, რომელიც სრულ განადგურებას ექვემდებარებოდა. პროგრამა "ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა" გერმანული პოლიტიკის ყველაზე პრიორიტეტული მისია იყო.

ამ პოლიტიკის შედეგად ჰიტლერისა და მისი მომხრეების ხელით 6 მლნ ებრაელი დაიღუპა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი?

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"