ხაჭაპური მსოფლიოს ყველაზე კალორიული კერძების ათეულში მოხვდა

ხაჭაპური მსოფლიოს ყველაზე კალორიული კერძების ათეულში მოხვდა

უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაზე კალორიული საკვები ამერიკული ფასტ-ფუდია. მაგრამ ასე სულაც არ არის. მთელს მსოფლიოში უამრავი გემრიელი კერძია, რომლის მირთმევისას ზომიერების დაცვა უბრალოდ აუცილებელია! წარმოგიდგენთ 10 ყველაზე კალორიულ კერძს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან.

1. პირველ რიგში, ჩვენი კულინარიული სიამაყე - ხაჭაპური უნდა ვახსენოთ. განსაკუთრებით "სიფრთხილეა საჭირო" - აჭარულ ხაჭაპურთან. უზარმაზარი ცომის ნავი, რომელიც გამდნარი ყველით, კვერცხით და კარაქის მოზრდილი ნაჭრითაა შევსებული, ჩვენი სხეულის ფორმებს ნამდვილად დააზარალებს.

2. ბრაზილიური acaraje - სუპერ კალორიული და არც თუ ჯანსაღი პროდუქტია. ეს გახლავთ შავთვალა ლობიოსგან გაკეთებული ბურთულები, რომელსაც პალმის ზეთში წვავენ და ვატაპასთან ან კარურუსთან ერთად მიირთმევენ (კრევეტით და კეშიუთი მომზადებული ცხარე პასტა)

3. ესპანური ჩუროსი - ცხიმში შემწვარი ცომია შაქრითა და დარიჩინით, რომელსაც ცხელი, სქელი შოკოლადის სოუსით მიირთმევენ. წარმოგიდგენიათ, რა ბედი ელის დახვეწილი სხეულის ფორმებს?

4. კანადური პუტინი ( poutine) - ასეთი ორაზროვანი სახელი კანადურ კარტოფილის კერძს ჰქვია. ეს გახლავთ კარტოფილი ფრი (თავისთავად ძალიან კალორიული!) ორნაირი ყველის სოუსით. ტრადიციული პუტინის ერთი ულუფა 740 კალორიას და 41 გ ცხიმს შეიცავს. მაგრამ ბევრი რესტორანი კერძის საკუთარ ვერსიას სთავაზობს კლიენტებს: შებოლილი ბეკონით, იტალიური ძეხვებით, ჩაშუშული ღორის ხორცით. ჩილი სოუსით და ა.შ. შეიძლება ითქვას, ეს კერძი ნამდვილი ბომბია ორგანიზმისთვის.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს