ქალი, რომელიც ქვეყნის კრიმინოგენულ ვითარებას აპროტესტებდა, პირდაპირ ეთერში გაქურდეს

ქალი, რომელიც ქვეყნის კრიმინოგენულ ვითარებას აპროტესტებდა, პირდაპირ ეთერში გაქურდეს

ბრაზილიაში, რიო-დეჟანეიროში ქალი პირდაპირ ეთერში სატელევიზიო ინტერვიუს დროს გაძარცვეს.

ბრაზილიელი ქალი აცხადებდა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება მაღალია და სამართალდამცავების რაოდენობა არასაკმარისია, როდესაც მოულოდნელად ახალგაზრდა კაცმა მისთვის ოქროს ყელსაბამის მოპარვა სცადა, შემდეგ კი სწრაფად გაიქცა. RJTV-ის ჟურნალისტი მას გაეკიდა, მაგრამ უშედეგოდ - ქურდი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და გაუჩინარდა. მან ყელსაბამის წაღება ვერ მოასწრო, რადგანაც ჯაჭვი გაწყდა.

რიო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქია. განსაკუთრებით სახიფათოა ღარიბი გარეუბნები, სადაც ქურდობა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიმინალი ჩვეულებრივი მოვლენაა. მარტო შარშან, აგვისტოში ქალაქში სხვადასხვა გარჩევებს 406 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში 629-ზე მეტი ქურდობის ფაქტი მოხდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს