როგორ დავიწყოთ საუბარი მამაკაცთან? - რჩევები მორცხვ გოგონებს

როგორ დავიწყოთ საუბარი მამაკაცთან? - რჩევები მორცხვ გოგონებს

უამრავ ქალს წარმოდგენა არ აქვს როგორ მოხიბლოს კაცი, ან ურთიერთობის გაბმა სიმორცხვის გამო ეშინია. 3 რჩევა, რომელიც ყველა გოგონამ უნდა გაითვალისწინოს.

1. ურთიერთობის გაბმა მამაკაცსაც ეშინია: ქალთან საუბრის გაბმა მამაკაცებსაც ძალიან ეშინიათ და ამ დროს ისინი თავს დაუცველად გრძნობენ. თუმცა, სხვაობა ისაა, რომ გოგონებთან შედარებით, ბიჭებს ზოგადად, კომუნიკაცია უჭირთ. მამაკაცთან საუბრის წამოწყებისთვის 2 რამ გჭირდებათ: გახსოვდეთ, რომ თქვენს მსგავსად ისიც ნერვიულობს; მეორე - რადგან მასთან საუბარი გააბით, ესე იგი ენდობით, სწორედ ეს სჭირდება მამაკაცს, როცა ვინმეს პირველად ესაუბრება.

2. კაცები სხვა ენაზე საუბრობენ - თქვენც ისაუბრეთ: თუ კაცს ნაკლებად უყვარს კომუნიკაცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან სასაუბრო თემა არ აქვს, ან ლაპარაკი ეზარება; საქმე ის არის, რომ ქალების მსგავსად, მამაკაცებს ერთ კონკრეტულ თემაზე მთელი დღე საუბარი, ან კონკრეტული საკითხის გლობალურ ჭრილში განხილვა არ შეუძლიათ. თამაშის წესებში აჰყევით, ანუ არ "იმოძრაოთ" სხვადასხვა თემის გარშემო და თქვენი სათქმელი რაც შეიძლება კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ.

3. ისე ისაუბრეთ, რომ თქვენთან მეორედ შეხვედრის სურვილი გაუჩნდეს: იცოდეთ, როდის დაასრულოთ საუბარი. ხშირად გოგონები დაუსრულებლად საუბრობენ, რადგან მამაკაცთან თავს კარგად გრძნობენ და ავიწყდებათ, რომ მათ წინ პოტენციური შეყვარებული ზის და არა საუკეთესო დაქალი; თუ წვეულებაზე ხართ და გსურთ გაიგოთ, დაინტერესდა თუ არა ახალგაცნობილი მამაკაცი თქვენით, მასთან საუბრის შემდეგ სხვა ადამიანებში "გაუჩინარდით" - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის აუცილებლად მოგძებნით და თქვენთან საუბარს გააგრძელებს.

მომზადებულია lifegooroo.com-ის მიხედვით.

საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)