როგორ ესმის ქალს სიყვარულის არსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ ესმის ქალს სიყვარულის არსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნებისმიერ ჩვენგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება გააჩნია ცხოვრებისა და პირადი ურთიერთობების მიმართ. ხშირად ეს ყველაფერი აღზრდის და იმ სოციუმის გამოძახილიც არის რომელშიც ვცხოვრობთ, თუმცა უმთავრესთაგან უმთავრესის სიყვარულის არსის გააზრება მაინც პიროვნული და ძალზე ინდივიდუალური პრიორიტეტია. ქალები იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არიან დაბადებულნი, ფლობენ სხვადასხვაგვარ და ერთმანეთისგან ხშირაც აფსოლუტურად განსხვავებულ აღქმას იმისა თუ რა არის სიყვარული. შესაბმისად სიმპათიის ობიექტ მამაკაცსაც ამ კრიტერიუმების მიხედვით არჩევენ.

ვერძი - მისთვის სიყვარული ომი და მუდმივი პაექრობაა პარტნიორთან. საყვარელი ადამიანის "მოპოვება-კარგვის" კალეიდოსკოპი. იგი ყოველთვის ეძებს მძაფრ ემოციებს და მამრს რომელიც გასაოცარ გმირობას ჩაიდენს მის გამო. რთული და ხშირად აუტანელი პარტნიორია. გამუდმებით ესაჭიროება დუღილის ტემპერატურა ურთიერთობაში.

კურო - სიყვარული მის შეგნებაში ზრუნვასთან, კომფორტთან და მატერიალურ კეთილდღეობასთან ასოცირდება, რომელსაც ორი ადამიანი ერთად აშენებს და ქმნის. ბედნიერებისთვს გაწონასწორებული, მყარი ფსიქიკის მამრი ესაჭიროება. ვერ იტანს სიურპრიზებს.

ტყუპები - მისთვის სიყვარული პირველ რიგში მენტალური კონტაქტი და მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორთან. ამ ქალს "ყურებით უყვარს" ამიტომ მამაკაცს ლაპარაკის უნარის დონით და ინტელექტუალური ბაგაჟის მიხედვით ირჩევს. მოსწონს წვრილმანი კონფლიქტების პროვოცირება, იმიტომ რომ მალე ბეზრდება ერთფეროვნება და სიმშვიდე.

კირჩხიბი - სიყვარული მისთვის მძაფრ ემოციებთან, მუდმივ ყურადღებასთან და პარტნიორის მხრიდან "მამობრივ მზრუნველობასთან" ასოცირდება. მოსწონს მოსიყვარულე, თავდაჯერებული და ძლიერი პარტნიორები. გამოკვეთილად მამაკაცური თვისებებით. ასეთის გამო ცოტაოდენ მაზოხიზმსაც იოლად ეგუება მის ხასიათში. თვითგვემის მცირედი დოზა აუცილებელიც კია კირჩხიბისთვის საიმისოდ, რომ თავი შეყვარებულად და ბედნიერად იგრძნოს.

ლომი - მისთვის სიყვარული პარტნიორის მხრიდან მუდმივ ოვაციებთან, კომპლიმენტებთან და საჩუქრებთან ასოცირდება. მან თავი დედოფლად უნდა იგრძნოს, რომლის ფერხთითაც სხვა დანარჩენ მამრებთან ერთად, ის "ერთადერთიც" იქნება გართხმული (ოღონდ რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მოწინავე ფლანგზე და ღირსეულ პოზაში).

ქალწული - სიყვარული მისთვის წვრილმან ყურადღებასთან, ზრუნვასა და ადამიანურ თანადგომასთან ასოცირდება. ამ ქალს გრძნობების რეალური დემონსტრირება საქმით ეხერხება და არა ენის მოჩლექით, ან მონური ლაქუცითა და ერთგულებით. ორი ადამიანის საქმიან-ემოციურ ერთობლიობაში ხედავს იგი სიყვარულის ჭეშმარიტებას.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს