სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები

სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები

ყველა ქვეყანას თავისებური სააღდგომო ტრადიციები ახასიათებს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

ინგლისში ბავშვებს აღდგომა დილით ბალიშის ქვეშ "სააღდგომო ბოცვრის" (ბოცვერი ინგლისელებისთვის ნაყოფიერების სიმბოლოა) მოტანილი საჩუქრები, ძირითადად ტკბილეული ხვდებათ. შემდეგ ბავშვები სააღდგომო კვერცხებს ეძებენ შინ, ეზოში და მეზობლებთანაც. ვინც მეტს იპოვის, პრიზი ერგება.

ინგლისში ასევე ამზადებენ სააღდგომო ნამცხვარს ქიშმიშითა და დაშაქრული ხილით, რომელიც ფერადი კვერცხებითა და სათამაშო წიწილებით არის მორთული. ლანკაშირში ადგილობრივები ერთმანეთს კვერცხების ბორცვიდან დაგორებაშიც ეჯიბრებიან. ვისი გაუტეხავი კვერცხიც ყველაზე ადრე ჩაგორდება ბორცვის ძირას, გამარჯვებულიც ის არის...

საფრანგეთში სააღდგომოდ ხეებს რთავენ. ფრანგები მიირთმევენ ღვინოს, კვერცხის კერძს და ზანზალაკს აჟღარუნებენ. ზანზალაკებს ამაგრებენ ტანსაცმელზე, კარზე, ავტომობილებზე და უწყვეტი კაკაფონიის გამო მთელი ქვეყანა "მუსიკალურ ზარდახშას" ემსგავსება. ბავშვები დილიდან ეზოებში, შეშის გროვაში ეძებენ ტკბილეულსა და შოკოლადის კვერცხებს. მშობლები კი ბავშვებისთვის საჩუქრებს შინ მალავენ. ყველაზე სასურველი ფრთიანი შოკოლადის ზანზალაკის პოვნაა.

გერმანიაში პარასკევი და შაბათ-კვირა უქმეა. ტრადიციის თანახმად, გერმანელები დიდ კოცონს აჩაღებენ, ახალგაზრდები კი აღდგომის მისალოცად კარდაკარ სიმღერით დადიან და ტკბილეულს აგროვებენ. ოჯახის უფროსი აღდგომა დილით საჩუქრებს ბალახში ჩამალულ კალათებში აწყობს, რომლებსაც ოჯახის წევრები ერთად ეძებენ.

გერმანელების მთავარი სააღდგომო კერძი შემწვარი თევზია. ამზადებენ სხვადასხვა ფორმის უამრავ ნამცხვარს.

სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ნარცისების თაიგულიც, რომელსაც გერმანელები "სააღდგომო ზანზალაკებს" უწოდებენ. კვერცხების სიმაგრეს კი ასე ამოწმებენ: მიწაზე ორი ღარი გაჰყავთ და კვერცხებს შესაჯახებლად ღარებში აგორებენ.

შვედეთში სახლებს ტრადიციულად ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის ყვავილებითა და ხელოვნური, ფერადფრთიანი ყვითელი წიწილებით რთავენ. სააღდგომო კვერცხებს კი მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც ლამაზად შეფუთული კანფეტია მოთავსებული.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს