სააღდგომო გაფორმება

 სააღდგომო გაფორმება

სააღდგომო სუფრაზე მხოლოდ კერძების მრავალფეროვნებას არ ექცევა ყურადღება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის გაფორმებასა და მოკაზმვას.

- ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, აღორძინების, სიცოცხლისა და ამაღლებული განცდების სიმბოლოა. შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა. შევარჩიოთ საგაზაფხულო ფერთა გამა. თბილი და ნაზი ტონები სააღდგომო სუფრას ჰაეროვნებას შემატებს, ხოლო კაშკაშა ფერები - საზეიმო განწყობას შექმნის. ვეცადოთ, რომ ჭურჭელი თავისი ფერითა თუ ფაქტურით შეეფერებოდეს ერთმანეთს.

ასევე გასათვალისწინებელია სააღდგომო მენიუ, რომელშიც განსაკუთრებით აქტუალურია კვერცხის თემა. გავაფორმოთ სუფრა სააღდგომო შინაარსის ხელსაწმენდებით, დეკორატიული კვერცხებით და ტკბილეულით. მაგიდის მოსართავად შეგვიძლია გამოვიყენოთ კალათები, რომლებშიც ჩავაწყობთ სააღდგომო კვერცხებს, შევაბამთ სხვადასხვა ფერის ბაფთას. ძალიან ეფექტურია პატარა "ჩიტის ბუდეებ", რომელთა დამზადებაც მრავალფერი ბურბუშელით არის შესაძლებელი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს