სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

სახლში პასკის (კულიჩის) გამოცხობა მთელი რიტუალია. გარდა იმისა, რომ სახლში გამომცხვარი უფრო გემრიელია, ამ დროს დღესასწაულის შეგრძნებაც უფრო იმატებს. ჩვენი გვერდის ერთ-ერთმა მკითხველმა, თამარ ჭელიძემ, პასკის ცხობის შესახებ საკუთარი რჩევები და გამოცდილება გაგვიზიარა, რომელსაც თქვენც გთავაზობთ.

1. პასკას რომ უფრო ინტენსიური ყვითელი ფერი ჰქონდეს, ამისათვის ცოტაოდენ ზაფრანს წინა დღით დავასხამთ მდუღარეს და ამ ნაყენს დავუმატებთ ცომში.

2. ასევე, უფრო მეტი ყვითელი შეფერილობისთვის, კვერცხის გულებს აუცილებლად უნდა დაემატოს 1 ჩაის კოვზი მარილი.

3. ქიშმიში რომ ცომს კარგად მიეწებოს და არ "ჩაიძიროს" პასკაში, აუცილებლად უნდა "ამოვსვაროთ" ფქვილში.

4. სანელებლებს რომ უკეთ გამოუვიდეს არომატი, წინაწარ, სანამ სხვა რამეს მოამზადებთ, ცხელი რძე დაასხით ჭიქაში, გააჩერეთ და შემდეგ დაუმატეთ ცომს.

5. არ გამოიყენოთ ბევრი საფუარი! 6-7 კვერცხიან პასკაზე 50-60 გრ სველი კარგი საფუარი სავსებით საკმარისია. შედარებით ნელა ამოვა, სამაგიეროდ პასკა არ გამოშრება.

6. საფუარის შესამოწმებლად, სანამ ოპარას მომზადებას დაიწყებთ, ჯერ ის მხოლოდ თბილ რძეში გახსენით. დაელოდეთ 10-15 წთ. თუ კარგად ამოვა, ე.ი. კარგია.

7. პასკის ცომს აუცილებლად უნდა ძალიან დიდი ხანი ზელვა. უნდა ზილოთ მანამ, სანამ ცომი თითებს თავისით არ მოსცილდება! ამან შეიძლება 1 საათამდეც კი წაიღოს, გააჩნია რამდენ კვერცხიანი ცომი გაქვთ.

8. პასკას რომ ლამაზი მრგვალი თავი ქჰონდეს, ფორმაში ჩასადებად მოწყვეტილი ცომი ხელში ისე უნდა დავამუშავოთ, რომ ნაოჭებიანი მხარე ფორმის ქვედა მხარეს მოექცეს და მრგვალი მხარე - ზედაპირზე.

9. იტალიურ პანეტონეს ლამაზ მგვალ თავზე პატარა ჯვარს უკეტებენ ბასრი დანით, რიც გამოც ის შუაში ლამაზად და სიმეტრიულად იშლება.

იხილეთ ვრცლად

იხილეთ პასკის ცხობის ვიდეოგაკვეთილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს