ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ჟურნალისტის გაუპატიურება მოითხოვა

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ჟურნალისტის გაუპატიურება მოითხოვა

რუსეთში ვლადიმერ ჟირინოვსკის პრესკონფერენციას ინციდენტი მოჰყვა - ექსცენტრულმა ჟირინოვსკიმ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

რუსმა პოლიტიკოსმა თანმხლებ ორ თანაშემწეს 6 თვის ფეხმძიმე ჟურნალისტის, სტელა დუბოვიტსკაიას "გაუპატიურება" მოსთხოვა. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფეხმძიმე ჟურნალისტის უკრაინის თემაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა და კამერების თვალწინ თანაშემწეებს მისი გაუპატიურება შესთავაზა. პოლიტიკოსმა თანმხლებ მამაკაცებს ფეხმძიმე ჟურნალისტის მიმართულებით ხელი ჰკრა და უყვირა - "წადი და აკოცე. როცა გეტყვი, მიდი და გააუპატიურე". 

პოლიტიკოსის საქციელი დაგმეს ახალი ამბების სააგენტო Russia Today-ში. ჟურნალისტები და რედაქტორი ჟირინოვსკის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. 

"ამ საზიზღარი ინციდენტის შემდეგ, ჩვენი კორესპონდენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა კანონიერი ძალა, რათა ვლადიმერ ჟირინოვსკი მაქსიმალურად მკაცრად დაისაჯოს", - აცხადებს სააგენტოს დირექტორი მარგარეტა სიმონიანი.

ვლადიმერ ჟირინოვსკის სიტყვიერ შეურაცხყოფას მაშინვე მოჰყვა პროტესტი კოლეგა ჟურნალისტებისგან.

"ეს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია. რას აკეთებთ?", - განაცხადა სააგენტო Interfax-ის ჟურნალისტმა იულია ჩუჩალოვამ. ჟირინოვსკი იულიას სიტყვებმა კიდევ უფრო გააღიზიანა და მას ლესბოსელი უწოდა. "რატომ გამოესარჩლე? ლესბოსელი ხარ? გაეთრიე აქედან", - უყვირა ჟურნალისტს ჟირინოვსკიმ. ამის შემდეგ ჟირინოვსკიმ ყვირილი დაიწყო, რომ ჯანმრთელი ხალხია საჭირო და არა ფეხმძიმეები.

"თუ ფეხმძიმედ ხარ, აქ შენთვის ადგილი არაა. ჩვენ ჯანმრთელი ხალხი გვჭირდება. ფეხმძიმეები სამსახურში არ უნდა დადიოდნენ. დაჯექი სახლში და ბავშვს მიხედე. მოშორდით აქედან წყეულო ლესბოსელებო", - ყვიროდა ჟირინოვსკი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს