კულინარიული ეშმაკობები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

კულინარიული ეშმაკობები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

წვნიანი ლიმონი

თუ გსურთ, რომ ლიმონს მაქსიმალურად ბევრი წვენი გამოსწუროთ, ცოტა ხნით ცხელ წყალში ჩადეთ, შემდეგ მაგიდაზე ხელის გულის დაჭერით გააგორ-გამოაგორეთ. შემდეგ კი გაჭერით და გამოწურეთ.

პურის შენახვა

თუ გსურთ, პურმა სიახლე შეინარჩუნოს და არ გამოშრეს, პლასტიკურ პაკეტში მოათავსეთ და თან ნიახურის ღერო ჩააყოლეთ. პური ნიახურიდან ტენს აიღებს და სირბილეს შეინარჩუნებს. რადგან ნიახური მძაფრი გემოს ბოსტნეული არ გახლავთ, პური გემოს არ შეიცვლის.

წიწაკის დაჭრა

სანამ მწარე წიწაკას დაჭრით, ხელებზე ზეთი წაისვით. ის ქმნის ბარიერს კანსა და წიწაკის "მწარე ნივთიერებებს" შორის. ამგვარად, წიწაკის დაჭრის შემდეგ კანის წვა აღარ შეგაწუხებთ. მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ, ზეთიან ხელებში დანა სრიალებს!

ჯანჯაფილის ფესვის გაფცქვნა უდანაკარგოდ

ჯანჯაფილის უსწორმასწორო ფესვი შეგიძლიათ ჩაის კოვზის ტარით ან პატარა დანით გაფხიკოთ. ამგვარად მხოლოდ თხელ ზედა ფენას მოაშორებთ და არომატული მცენარე მთლიანი და დაუზიანებელი დარჩება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს