9 ფაქტი ენერგეტიკულ და კოფეინის შემცველ სასმელებზე

9 ფაქტი ენერგეტიკულ და კოფეინის შემცველ სასმელებზე

ენერგეტიკული სასმელები დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს. შედეგად, ენერგეტიკული სასმელები ახალგაზრდებს კოფეინზე დამოკიდებულს ხდის. საფრთხე განსაკუთრებით მაშინ მატულობს, როდესაც ენერგეტიკულ სასმელს ალკოჰოლთან, ან ნარკოტიკთან ერთად იღებენ. კოფეინზე დამოკიდებულება ჯანმრთელობის კუთხით სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

1. Substance Abuse and Mental Health Services Administration-ის მონაცემების მიხედვით, 20 783 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პაციენტები ალკოჰოლის გამო სასწრაფოდ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ეს რიცხვი 2007 წლის შემდეგ გაორმაგდა.

2. ადამიანების 42%-ს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ენერგეტიკული სასმელი ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან ჰქონდა შეზავებული.

3. კომპანია FDA-ში (საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაცია) დაადასტურეს, რომ შარშან მათ მიიღეს გარდაცვალების 5 ცნობა - სიკვდილი ყველა შემთხვევაში ენერგეტიკული სასმელით იყო გამოწვეული.

4. ენერგეტიკული სასმელის შედეგად, სამედიცინო დახმარება ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სჭირდებათ.

5. ალკოჰოლის კოფეინთან შერევით მომხმარებელს ისეთი შეგრძნება დაეუფლება, თითქოს ნაკლებად მთვრალია, ვიდრე რეალურად არის.

6. 2013 წელს ენერგეტიკული სასმელების ინდუსტრიამ 10 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. მსგავსი სასმელები ძირითადად დიდ ქილებში იყიდება.

7. ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლები გათვლებს თინეიჯერებსა და მოზარდებზე აკეთებენ, შესაბამისად, იყენებენ როკ-მუსიკის, ექსტრემალური სპორტისა და სექსუალური ხასიათის სურათებს. მომხმარებელთა დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რამდენად დიდ დოზა კოფეინს იღებენ.

8. მართალია ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა მეცნიერული საბუთი, მაგრამ ენერგეტიკული სასმელების კომპანიებში ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქტი აუმჯობესებს ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას.

9. ამერიკაში მდებარე ჯანმრთელობის დეპარტამენტის განყოფილების SAMHSA-ს ინფორმაციით, უფროსი ასაკის ადამიანებს, რომელთაც ენერგეტიკული სასმელების მოხმარება დაიწყეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ; მათი დასკვნით, ამის მიზეზი კოფეინის დიდი დოზაა, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტზე ნეგატიურად მოქმედებს.

მომზადებულია inspiremalibu.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს