ლიმონის 10 სასარგებლო თვისება სილამაზისთვის

ლიმონის 10 სასარგებლო თვისება სილამაზისთვის

ლიმონის საოცარი თვისებები ჯანმრთელობისა და სილამაზის სასიკეთოდ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ამ დანიშნულებით მას ჯერ კიდევ 3 ათასი წლის წინ იყენებდნენ. თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ლიმონი უნივერსალურ პროდუქტადაა მიჩნეული.

ჩვენ შემოგთავაზებთ ლიმონის 10 სასიკეთო თვისებას, რომელსაც კოსმეტოლოგიაში იყენებენ.

სახის კანის გასაწმენდად და დასატენიანებლად

ერთმანეთში აურიეთ ქოქოსის წყალი და ახალგამოწურული ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე. ქოქოსი ატენიანებს კანს, ლიმონი კი - წმენდს და ათეთრებს.

მუხლისთავებისა და იდაყვებისთვის

თუ იდაყვებსა და მუხლისთავებზე კანი გაგიმუქდათ და გაგიუხეშდათ, პერიოდულად წაისვით ლიმონის ნაჭერი, შედეგი არ დააყოვნებს!

სახიდან შავი წერტილების მოსაშორებლად

ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ლიმონი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სახიდან შავი წერტილების მოსაშორებლად. თურმე, არც ერთი კრემი არ იძლევა ასეთ შედეგს. უბრალოდ, პერიოდულად გაიწმინდეთ სახე ერთი ნაჭერი ლიმონით ან ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.

დახეთქილი ტუჩებისთვის

თუ ტუჩების კანი გაგიუხეშდათ და დაგისკდათ, ძილის წინ ლიმონის კანი წაისვით. დილით მოიშორეთ ლიმონის ნარჩენები, თქვენი ტუჩები გლუვი და რბილი გახდება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს