5 მიზეზი, რის გამოც ქალი კაცს მიატოვებს

5 მიზეზი, რის გამოც ქალი კაცს მიატოვებს

თუ ფიქრობთ, რომ შეყვარებული ქალი პარტნიორის ყველა "ბნელ" მხარეზე თვალს დახუჭავს, ძალიან ცდებით. გთავაზობთ 5 მიზეზს, რის გამოც ქალი კაცს აუცილებლად მიატოვებს:

1. ყურადღების ნაკლებობა: არ აქვს მნიშვნელობა ქერაა, შავგვრემანი, თუ წითური - ყურადღება ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია. თუ ქალმა იგრძნო, რომ არ უსმენთ, როგორი იდეალური რომანიც არ უნდა გქონდეთ, ყველაფერი რამდენიმე კვირაში დასრულდება. თუ თქვენგან სიყვარული და ყურადღება მოაკლდა, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ჰორიზონტზე მარტოხელა მამაკაცი გამოჩნდება და თქვენს ადგილს დაიკავებს.

2. მადლიერების გრძნობის ნაკლებობა: გულახდილად რომ ვთქვათ, ურთიერთობაში ყველაზე მეტს ქალები გასცემენ. ნუთუ ასეთი რთულია, გემრიელი კერძისთვის მას მადლობა უთხრათ?

3. ღალატი: ნებისმიერი ურთიერთობა, განსაკუთრებით კი სასიყვარულო, სიმართლეზე უნდა იყოს აგებული, ტყუილი და ღალატი ყველაფერს ანადგურებს.

4. კონტროლი: ქალებს სურთ მამაკაცები, რომლებიც მათზე ზრუნავენ და არა აკონტროლებენ. სად წავიდეს, ვისთან იმეგობროს, ან რა ჩაიცვას - ქალი მამაკაცის კონტროლის გარეშეც შესანიშნავად გადაწყვეტს.

5. ნაკლები ინტიმურობა.

მომზადებულია datingfortodaysman.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს