23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოიშორეთ არასაიმედო პარტნიორები. უარი თქვით რთული გეგმებისა და იდეების განხორციელებაზე. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და ნუ გათქვამთ საიდუმლოებებს. ნუ ენდობით გარშემო მყოფებს.

კურო

მცირე უსიამოვნებებისა და შეფერხებების გამო კარიერასა და ქორწინებაში ნუ გადავარდებით პესიმიზმში. ყველაფერი გამოსწორებადია, მთავარია, მოინდომოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან და კოლეგებთან.

ტყუპი

თუ ახალი სამსახური ან საქმე შემოგთავაზეს, თანხმობამდე კარგად დაფიქრდით, გადახედეთ თქვენს დღის რეჟიმს და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაითვალისწინეთ. შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა მოლოდინი გაგიცრუოთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ექსპერიმენტებს. ახალი საქმეების წამოწყებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ეს დღე მშვიდად გაატარეთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და ახალნაცნობობასაც მოერიდეთ.

ლომი

საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული; ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ახალგაცნობილებთან ნუ იქნებით გულახდილი. გადახედეთ ძველ საქმეებს. კარგი დღეა მათ დასასრულებლად, საბოლოო კორექტივების შესატანად.

ქალწული

გაუფრთხილდით ურთიერთობებს გარშემო მყოფებთან. დღეს მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერის გარეშე მოგიწევთ მუშაობა. ეს ერთგვარი გამოცდა იქნება თქვენთვის და ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით და კარგად იმუშაოთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს