რა ცვლის საკვების გემოს და როგორ მოქმედებს გარემო რეცეპტორებზე

რა ცვლის საკვების გემოს და როგორ მოქმედებს გარემო რეცეპტორებზე

აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანი საკვების გემოს ენაზე განლაგებული გემოს რეცეპტორებით აღიქვამდა. მაგრამ სხვადასხვა ჯგუფების მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევების შედეგად, აღმოჩნდა, რომ საქმე მხოლოდ რეცეპტორებში არ გახლავთ. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

პროფესორ ჩარლზ სპენსის აზრით, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, სადილობისას ადამიანზე გავლენას ახდენს ყველა შეგრძნება: მხედველობა, ყნოსვა, სმენა და რა თქმა უნდა გემოს აღქმა. ეს ყველაფერი მთლიანობაში კი საჭმლის გემოს განსაზღვრავს.

კვლევების თანახმად, რომელიც კომპანია Diageo-მ აწარმოა, მწვანედ განათებულ ოთახში, ნამდვილი ბალახის ხალიჩით და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე, ვისკის ბალახეულის არომატი ჰქონდა. მაგრამ წითელი განათების ქვეშ, მრგვალ ოთახში იგივე ვისკის მოტკბო გემო დაჰკრავდა. ექსერიმენტის მონაწილეთა აზრით, ვისკის საუკეთესო გემო მოჭრიალე იატაკიან ოთახში გამოვლინდა, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლისა და კონტრაბასის ბგერების ფონზე.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს