24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური საკითხები. კარგი დღეა საყიდლებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

კურო

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იმდენი ვერ მიიღეთ, რაც გსურთ, რისი იმედიც გქონდათ. უბრალოდ, თქვენ ყოველთვის დიდი მოთხოვნები გაქვთ. არაფერი შეცვალოთ, გაგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა და საწადელსაც მალევე მიაღწევთ.

ტყუპი

თავს ყველგან გარიყულად გრძნობთ; გაღიზიანებთ გარშემო მყოფები; საქმეებს გულს ვერ უდებთ. სინამდვილეში გადაღლილი ხართ და დასვენება გესაჭიროებათ.

კირჩხიბი

შეიძლება ახალი პროექტი ჩაგაბარონ. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თქვენგან. ეცადეთ, კარგად შეარჩიოთ ის გუნდი, რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა, რათა ყველაფრის შესრულება თავად არ მოგიწიოთ.

ლომი

მოერიდეთ იმ სფეროში რჩევების გაცემას, რომელშიც კომპეტენტური არ ხართ. ამასთანავე, მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას და განსჯას.

ქალწული

მოულოდნელად მართვის სადავეები ხელში ჩაგივარდებათ და შეგეძლებათ ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ მოაგვაროთ. ეს ერთი მხრივ რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მეორე მხრივ გახსოვდეთ, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ საკუთარ თავზე.

სასწორი

თუ ყურადღებით იქნებით და დაკვირვებულად იმოქმედებთ, თქვენს მოტყუებას ვერ შეძლებენ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი საშიშროება იმათგან გელით, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელით.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს