25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გაფრთხილდით, არავინ ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით. ეს ეხება როგორც სამსახურის საქმეებს ასევე, პირად ცხოვრებას. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას. შეიძლება გამოგიჩნდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო.

კურო

დღეს რომანტიკულ და ამაღლებულ განწყობაზე ხართ, განსაკუთრებით ქალი კუროები. ეცადეთ, ვარდისფერი სათვალეები დროზე მოიხსნათ და არავის მოატყუებინოთ თავი. კარგი დღეა პირადი, რომანტიკული და სამსახურებრივი ურთიერთობების გამყარებისთვის.

ტყუპი

ეცადეთ, თქვენზე დაკისრებული საქმეები ისე მოაგვაროთ, რომ უფროსის შექება დაიმსახუროთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა ფულის სარფიანად დასაბანდებლად.

კირჩხიბი

დღეს საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა. განსაკუთრებით გაუმართლებთ ფსიქოლოგ და ხელოვნებათმცოდნე კირჩხიბებს. გადაწყვეტილებების მიღებისას არ წააგებთ, თუ გულის კარნახით იმოქმედებთ.

ლომი

კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების, პირადი პრობლემების მოგვარებისთვის. შეყვარებული ლომები განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ, რათა სიყვარულის სახელით გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან. მოერიდეთ ვალების აღებას.

ქალწული

თუ საქმიანი შეხვედრა, საქმეების წარმოება საწინააღმდეგო სქესთან მოგიწევთ, ფრთხილად იყავით, პარტნიორით შეიძლება ისე მოიხიბლოთ, რომ იმაზე მეტ დათმობაზე წახვიდეთ, ვიდრე აპირებდით.

სასწორი

ზედმეტად ნუ გადაიღლებით. ეცადეთ საქმეები გარშემო მყოფებსაც გადაუნაწილოთ. კარგი დღეა მეგობართან ერთად ქალაქგარეთ გასასეირნებლად. აგრეთვე, სამედიცინო გამოკვლევებისთვის.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს