როდის ღალატობენ ქალები ქმრებს

როდის ღალატობენ ქალები ქმრებს

გვესაუბრება ექიმი სექსოლოგი პაატა სოფრომაძე.

- ბატონო პაატა, ყველაზე ხშირად რა პრობლემა იჩენს თავს ქალის სქესობრივ ცხოვრებაში?

- თავად ქალის სექსუალობაა ძალზე რთული თემა. სექსოლოგიაზე საუბრისას კითხვები ჩნდება არა მარტო ქალებთან, არამედ მამაკაცებთან მიმართებითაც. რას აკეთებს ექიმი სექსოლოგი ქალთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში? ეს რომ გავიგოთ, უნდა განვსაზღვროთ, როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა. სწორედ ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს მკურნალობს სექსოლოგი.

- მაშინ კითხვას ამგვარად დაგისვამთ: როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა?

- სექსუალობის გამოვლინებაა:

  • სქესობრივი ლტოლვა ანუ ლიბიდო;
  • ფიზიოლოგიური აღგზნების უნარი, რაც გულისხმობს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ალერსის, სქესობრივი თამაშების დროს;
  • ორგაზმის მიღწევა.

ლიბიდოს დარღვევებზე საუბრისას გულისხმობენ ძირითადად ფრიგიდულობას - სიცივეს, ანუ იმ მდგომარეობას, როცა ქალს არ შესწევს აღგზნების უნარი, არ აქვს მოთხოვნილება, ფიზიოლოგიური ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ. უნდა ითქვას, რომ ლიბიდოს თავისი ფიზიოლოგიური ბაზისი აქვს, რომელზეც იგება ფსიქოლოგიური ზედნაშენი. რა განსხვავებაა ამ კუთხით ქალსა და მამაკაცს შორის? მამამკაცის სექსუალობა გაცილებით მეტად არის დამოკიდებული ფიზიოლოგიაზე. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთაც ფიზიოლოგიური პრობლემების გამო შესუსტებული აქვთ ლიბიდო, ფიზიოლოგიური ლტოლვა, მაგრამ, საზოგადოდ, ქალისთვის ფსიქოლოგიური ზედნაშენი უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარეობს ის პარადოქსული შემთხვევები, როდესაც ქალს შეიძლება არ ჰქონდეს ფიზიოლოგიური ლტოლვა, მაგრამ შესწევდეს ორგაზმის განცდის, სიამოვნების მიღების უნარი.

- ერთი მეორეს არ გამორიცხავს?

- მამაკაცის შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ თითქმის გამორიცხავს, მაგრამ ქალის შემთხვევაში - არა. არსებობს ასეთი გამოთქმა: არეკლილი სიამოვნება. რას გულისხმობს ეს ცნება? სქესობრივი ურთიერთობის დროს ქალი იღებს სიამოვნებას არა წმინდა ფიზიოლოგიური კომპონენტისგან, არამედ იმისგან, რომ მან სიამოვნება მიანიჭა ძვირფას ადამიანს. ლიბიდოს ხარისხობრივი დაქვეითება შეიძლება ფიზიოლოგიურიც იყოს, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან ამ თვალსაზრისითაც განსხვავდებიან. სქესობრივი კონსტიტუცია ქალებშიც არის და მამაკაცებშიც. მას ტემპერამენტს ვუწოდებთ.

- აქვს თუ არა ტემპერამენტისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ეთნიკურ ფაქტორს?

- სექსუალობაზე ეთნიკური ფაქტორი გავლენას ახდენს და აყალიბებს კიდეც მას. ჩრდილოეთში უფრო გვიან ხდება მომწიფება, ვიდრე სამხრეთის ქვეყნებში. გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი მორალის გავლენაც. რაც გენეტიკურად არის ჩადებული, ფიზიოლოგიურადაც ის გამომჟღავნდება, მაგრამ ქცევაზე, შეხედულებებზე მორალი დიდ გავლენას ახდენს. ქართველი ქალი სექსუალობის გამოვლინებათა თვალსაზრისით შედარებით შეზღუდულია... თუმცა, საზოგადოდ, ნაკლებმოსალოდნელია, ეთნიკურმა ფაქტორმა ფიზიოლოგიური განსხვავება მოგვცეს ტემპერამენტში, სერიოზული გავლენა მოახდინოს წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობაზე.

- არსებობს ასეთი გამოთქმა: "მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს - ყურებით". რამდენად მართებულია ის?

- მამაკაცისთვის ქალის შიშველი სხეული ძალიან ძლიერი სტიმულატორია. შიშველი მამაკაცი ქალში ემოციებს ნაკლებად იწვევს. ეროტიკის ან პორნოგრაფიის ყურება ქალისთვისაც შეიძლება იყოს აღმგზნები და მასტიმულირებელი, მაგრამ არა უშუალოდ სხეული, არამედ სიტუაციის წარმოდგენა.

იხილით ვრცლად

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს