რამდენ ხანში უნდა გამოცვალოთ ჰიგიენის ნივთები - ვადაგასული კოსმეტიკა საფრთხის შემცველია

რამდენ ხანში უნდა გამოცვალოთ ჰიგიენის ნივთები - ვადაგასული კოსმეტიკა საფრთხის შემცველია

აუცილებლად გადაამოწმეთ, ბოლოს როდის გამოცვალეთ კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის ნივთები. დერმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ყოველდღიურ ნივთებს, რომლებსაც სილამაზისა და ჰიგიენისთვის ვიყენებთ, შენახვის ვადა მკაცრად აქვთ განსაზღვრული. ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათგან სარგებლობის ნაცვლად ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები გადმოგედებათ.

ნიუ-იორკის დერმატოლოგიის სახლის დამფუძნებელთან, ჯესიკა კრანტთან კონსულტაციის შედეგად, გამოქვეყნდა ჩამონათვალი იმ ყოველდღიური ნივთებისა, რომლებსაც გამოყენების ვადა შეზღუდული აქვთ. გთავაზობთ ამ ჩამონათვალს:

სააბაზანოს ღრუბელი - გამოყენების ვადა 3-4 კვირა

სამართებელი - გამოყენების ვადა 5 კვირა

გამონაყარის საწინააღმდეგო საცხი, ტუში და კბილის ჯაგრისი - 3 თვე

კოსმეტიკური ღრუბელი - 6 თვე

თხევადი ტუჩსაცხი - 9 თვე

პომადა, სახის კრემი, თვალის ფანქარი - 1 წელი

ტონალური კრემი და ტუჩის ე.წ. ბლესკი - 1 წელი და 6 თვე

დეზოდორი, ფრჩხილების ლაქი, სუნამო (მაცივარში), კბილის პასტა და პუდრა - 2 წელი

პუდრის ფუნჯი და მზისგან დამცავი კრემი - 3 წელი

მომზადებულია Huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს