5 ნიშანი, რომ კაცი თქვენთან ერთობა და დროს ტყუილად კარგავთ

5 ნიშანი, რომ კაცი თქვენთან ერთობა და დროს ტყუილად კარგავთ

ნებისმიერ ქალს სიამოვნებს სახალისო ფლირტი, მაგრამ არსებობენ მამაკაცებიც, რომლებიც პარტნიორთან თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ. გთავაზობთ 5 ნიშანს, რომელიც გიჩვენებთ, რომ მამაკაცი ურთიერთობას სერიოზულად არ უყურებს.

1. გადაჭარბებული რომანტიკული პაემნები: სანთლის შუქზე ვახშამი სასიამოვნოა, მაგრამ ზედმეტი რომანტიკა ჰოლივუდის მელოდრამებშიც კი მოსაბეზრებელია. როდესაც მამაკაცი სისტემატურად ისეთ რესტორნებში გეპატიჟებათ, რომელიც განმარტოებით მდებარეობს, ეს იმის ბრალია, რომ არ სურს მეგობრებმა პარტნიორთან ერთად დაინახონ. როდესაც ცნობილ ბარში, ან ხალხმრავალ კლუბში წასვლას შესთავაზებთ, მისი პასუხი არ მოგეწონებათ.

2. მობილურში მისი აქტიურობა ციებ-ცხელებას ჰგავს: მაგალითად, თუ ერთ ღამეს 20-ზე მეტი სასიყვარულო ტექსტი გამოგიგზავნათ, ან ლამაზი სიტყვების შემცველი მესიჯები მიიღეთ, მომდევნო დღეებში კი ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ზრდილობის გამო გწერთ, ან თქვენს შეტყობინებაზე პასუხის გაცემა არ იკადრა, თავს პატივი ეცით და აღარ შეხვდეთ; "იქნებ არ სცალია?", "რამე ხომ არ დაემართა?", "არასწორად მოვიქეცი?" - ამაზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებთ - სიმართლე ისაა, რომ სხვა ქალებს ხვდება.

3. როგორც არ უნდა სძულდეს ადამიანს სოციალური ქსელი, თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად ძლიერად იჭრება მის ცხოვრებაში, თითქმის სანთლით საძებარია ადამიანი, რომელსაც "ფეისბუქი", ან "ტვიტერი" არ ჰქონდეს. თუ დათაგული ფოტოდან, სადაც ერთად ხართ გადაღებული, სრულიად "შემთხვევით" საკუთარი სახელი ამოშალა, ან მის ფოტოალბომში თქვენი ფოტოები არაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრებს თქვენი არსებობის შესახებ უმალავს.

4. თუ არ ინტერესდება როგორი სამუშაო გარემო გაქვთ, რა მოგწონთ, ან გაინტერესებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ მას არ სურს "ზედმეტ დეტალებზე" დრო და ენერგია დახარჯოს.

5. თუ პაემნიდან ერთ კვირაში სიყვარულს გიხსნით, ან გეუბნებათ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდით, დროა მისი ნომერი წაშალოთ.

მომზადებულია COSMOPOLITAN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს