6 ნიშანი, რომ ქალი გულს გატკენთ და ცოლად არ გამოგყვებათ

6 ნიშანი, რომ ქალი გულს გატკენთ და ცოლად არ გამოგყვებათ

როგორც წესი, ქალები ფიქრობენ, რომ მამაკაცები გულცივები არიან, სინამდვილეში კი უიღბლო რომანს ქალზე მეტად კაცი განიცდის.

ეს სტატია იმ მამაკაცებისთვისაა, რომელთაც სერიოზული ურთიერთობა სურთ. თუ სიაში რომელიმე პუნქტი თქვენს შეყვარებულს გახსენებთ, ვიდრე გული გეტკინებათ, სათანადო ზომები მიიღეთ.

1. სახიფათოა, თუ თქვენს პარტნიორ ქალბატონს ძველი მეგობრები არ ჰყავს და რადიკალურად განსხვავებული ადამიანების საზოგადოებაში ყოფნას არის მიჩვეული. რასაკვირველია, ახალი ნაცნობების შეძენა სასიამოვნოა, მაგრამ ნუთუ არ გებადებათ კითხვა, რატომ არ ჰყავს თუნდაც ერთი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს? ეს ნიშნავს, რომ მასთან დიდხანს გაჩერება არავის შეუძლია, ან თავად ვერ იტანს ერთფეროვნებას.

2. თუ ქალს ზედმეტი სივრცე სჭირდება და ვერც კი წარმოუდგენია, სიტყვა "მე" შეცვალოს "ჩვენით", ან გარკვეულ ლიმიტებს გიწესებთ, გამოდის ჩარჩოებს ვერ იტანს და თავისუფლებას თქვენს გამო არ დათმობს.

3. თუ ქალი თქვენთან ურთიერთობისას თავის დაფასებას იწყებს, გეთამაშებათ და პირველ პაემანზე რამდენიმე უარის შემდეგ ძლივს დაითანხმეთ, ნუ იფიქრებთ, რომ როგორც იქნა გაიმარჯვეთ. ასე ქალი მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც არ აინტერესებთ.

4. ყველა ქალს უყვარს ოცნება, მაგრამ არსებობენ ქალები, რომელთაც მხოლოდ ფუფუნება, მდიდრული სახლი და აგარაკი აინტერესებთ. თუ მაღალი ხელფასით ვერ დაიკვეხნით, ასეთ ქალს ერიდეთ.

5. თუ ურთიერთობა გააბით ქალთან, რომელსაც ხანგრძლივი სასიყვარულო რომანი არ ჰქონია, ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი პარტნიორი იდეალურ პრინცს ეძებს, ჭეშმარიტი სიყვარული სასაცილოდ არ ჰყოფნის, ან სერიოზული ურთიერთობა არ სურს.

6. თუ ქალი გაიცანით და მას უკვე პარტნიორი ჰყავს, მაგრამ თქვენთან ურთიერთობა ისე დაიწყო, რომ შეყვარებულს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაშორდა, ნუ გაგიხარდებათ. ღალატი ღალატია, ვაითუ თქვენც ჩაგანაცვლოთ ვინმეთი.

მომზადებულია askmen.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს