8 რამ, რაც მამაკაცებს აბედნიერებთ

8 რამ, რაც მამაკაცებს აბედნიერებთ

მამაკაცები ამბობენ, რომ ყველაზე უღიმღამო დღესაც კი გაულამაზებთ ქალის სავსე მკერდი, ან გრძელი ფეხები. თუმცა, გარეგნობის გარდა, არსებობს სხვა ნიუანსებიც, რომელსაც კაცები ყველა ქალში ეძებენ. 8 საკითხი, რომელიც კაცებს აბედნიერებთ.

1. შარმი: არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს, მამაკაცი ისეთ ქალთან წავიდოდა პაემანზე, რომელიც მიმზიდველია და იუმორის გრძნობა აქვს. მამაკაცები ამბობენ, რომ მომღიმარ ქალზე შთამბეჭდავი არაფერია.

2. კარგი და მოვლილი სხეული: ტანწერწეტა ქალთან ერთად ქუჩაში სეირნობა კაცებს ბედნიერებას ანიჭებთ, განსაკუთრებით ისეთი გარეგნობის გოგონასთან ყოფნა, რომელიც სხვა კაცების ყურადღება იპყრობს. 

3. ლამაზი სახე: გამოკითხული კაცების ნაწილი ამბობს, რომ ქალში ყველაზე მნიშვნელოვანი ლამაზი სახეა. კაცები სახის ყველაზე ლამაზ ნაწილად თვალებს თვლიან.

4. სტაბილურ ურთიერთობას მამაკაცი მხოლოდ ისეთ ქალთან გააბამს, რომელშიც პატიოსნებასა და პასუხისმგებლობის გრძნობას აღმოაჩენს. ურთიერთობაში კაცი ყველაზე მეტად ნდობას აფასებს.

5. მამაკაცებს სურთ, ქალებმა მათ შეცდომებზე მიუთითონ. მართალია კრიტიკა დიდად არ უყვართ, მაგრამ თქვენი გულის მოსაგებად იმავე უხერხულ სიტუაციაში აღარასდროს აღმოჩნდებიან.

6. იუმორის გრძნობა: ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს, მათ ხუმრობაზე ეცინებათ და დეპრესიაში არ ვარდებიან.

7. ჭკვიანი ქალები: თანამედროვე მამაკაცები უპირატესობას ჭკვიან, განათლებულ ქალებს ანიჭებენ, რომელთაც ოჯახის მოვლა და შვილების კარგად აღზრდა შეუძლიათ.

8. სიყვარული - ყველა კაცს სურს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყოს შეყვარებული და ბედნიერი ქორწინება გამოსცადოს.

მომზადებულია askmen.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს