20 რამ, რასაც სიბერეში ინანებთ

20 რამ, რასაც სიბერეში ინანებთ

წარმოგიდგენთ იმ ქცევების ჩამონათვალს, რომელსაც მოხუცებულობისას ინანებთ.

1. ინანებთ, რომ დიდი დრო დაკარგეთ ტელევიზორის ყურებაში - რომ უყურებდით სერიალებს, რეალითი შოუებს და სხვა.

2. ინანებთ, რომ თქვენთვის მთავარი პრიორიტეტი სოციალურ ქსელებში ვირტუალური ცხოვრება იყო...

3. ინანებთ, რომ არ მისდევდით ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

4. ინანებთ, რომ მუდამ სადღაც გეჩქარებოდათ და ნაკლებად ტკბებოდით რეალური სამყაროს სილამაზის ყურებით.

5. ინანებთ, რომ ნაკლებ გჯეროდათ და არ მიისწრაფოდით რაიმე დიდებულის შეცნობისკენ.

6. ინანებთ, რომ იშვიათად ხედავდით აისს და დაისს და ამას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმეების კეთებით და საზრუნავით ამართლებდით.

7. ინანებთ, რომ იყავით მეტად შებოჭილი, შეშინებული, სერიოზული და შეესატყვისებოდით თქვენს გარშემო არსებული საზოგადოებრივი ნორმების - "მართებულის"  "წარმატებულის" "ღირსეულის" გაგებას.

8. ინანებთ, რომ ძალიან სწრაფად გაიზარდეთ და თავს უფლებას არ აძლევდით, თუნდაც 40 წლის ასაკში ყოფილიყავით ბავშვი.

9. ინანებთ, რომ ცოტასთან და ცუდად მეგობრობდით, არ აფასებდით მეგობრებს და მათთან ცოტა დროს ატარებდით.

10. ინანებთ, რომ ზედმეტად ბუტია, გულღვარძლიანი, ბოროტი და ეჭვიანი იყავით.

11. ინანებთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებს ნაკლებად ეკონტაქტებოდით, ეჩხუბებოდით და ბრაზობდით მათზე.

12. ინანებთ, რომ ცოტას იცინოდით, გიხაროდათ და მხიარულობდით.

13.  ინანებთ, რომ მეტისმეტად ახლოს მიგქონდათ გულთან სხვა ადამიანების საქციელი და სიტყვები.

14. ინანებთ, რომ არ განავითარეთ თქვენი ნიჭი და დაივიწყეთ თქვენი ბავშვობის ოცნებები და გატაცებები.

15. ინანებთ, რომ არ მოგზაურობდით და არ ეცნობოდით სამყაროს.

16. ინანებთ, რომ ბევრი რამის გეშინოდათ.

17. ინანებთ, რომ საკუთარ თავს სწორად არ აფასებდით და ბევრ რამეს ვერ წყვეტდით.

18. ინანებთ, რომ არ ჩაგიდენიათ რამე სულელური, არ გამოგიწვევიათ სამყარო. არ იბრძოდით და ადვილად ნებდებოდით...

19. ინანებთ, რომ შეპყრობილი იყავით მატერიალური საგნებით. რომ დახარჯეთ ბევრი ენერგია, ჯანმრთელობა და ცხოვრების აზრი, მოდური გაჯეტების და ბრენდების შესაძენად.

20. ინანებთ, რომ არ თქვით მთავარი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ