ექიმებმა თინეიჯერს სახიდან 2 კილოგრამი სიმსივნე ამოაჭრეს (+5 ფოტო)

ექიმებმა თინეიჯერს სახიდან 2 კილოგრამი სიმსივნე ამოაჭრეს (+5 ფოტო)

აშშ-ის შტატ ვირჯინიაში ექიმებმა 15 წლის ჰენლიზ დორვიალს სახიდან 2 კილოგრამი სიმსივნე ამოაჭრეს.

ჰაიტელ მოზარდს რთული ქირურგიული ოპერაცია 12 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ჰენლიზს სიმსივნე 4 წლის წინ აღმოაჩნდა - თავდაპირველად ბარდის ზომის იყო, ხოლო დროთა განმავლობაში 2 კილოგრამამდე გაიზარდა. თინეიჯერს ოპერაცია ქველმოქმედებით შეგროვილი თანხით ჩაუტარდა, რომელიც ღარიბი ბავშვების დასახმარებლად ხორციელდება.

როგორც პაციენტი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ოპერაციის დასრულების შემდეგ სარკეში რომ ჩაიხედა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, სხვა ადამიანს უყურებდა; ის განიცდის, რომ სახეზე უზარმაზარი წარმონაქმნის გამო სკოლის მიტოვება მოუწია და მისი ერთადერთი მეგობარი მისი 14 წლის დაა. 

იხილეთ ფოტოგალერეა

ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს