ბერი, რომელიც დღეში 1000-ჯერ ლოცულობს, იატაკზე ფეხის ნაკვალევს ტოვებს

ბერი, რომელიც დღეში 1000-ჯერ ლოცულობს, იატაკზე ფეხის ნაკვალევს ტოვებს

ჩინელი ბერი, ჰუაჩი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველდღე ლოცულობს.

შედეგად, იმ ადგილას, სადაც დღეში უამრავჯერ დგება, ხის იატაკზე მისი ფეხის ანაბეჭდი გაჩნდა. ბერის ნაკვალევი ქალაქ ტუნჟენის მონასტერშია. ის ბოლო 20 წლის განმავლობაში ტაძარში ყოველდღე, მზის ამოსვლამდე მიდის. ახალგაზრდობაში დღეში 2000-3000-ჯერ ლოცულობდა.

"ახლა უკვე მოვხუცდი და დღეში მხოლოდ 1000-ჯერ ვლოცულობ. ზოგჯერ, ზამთარში 500-ჯერაც", - ამბობს ის.

ჰუაჩის წყალობით, მონასტერში ბევრი ახალგაზრდა მიდის. როგორც ისინი ამბობენ, ჰუაჩი მათთვის მისაბაძი მაგალითია.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს