ათეისტებს უკეთესი სექსუალური ცხოვრება აქვთ

ათეისტებს უკეთესი სექსუალური ცხოვრება აქვთ

ათეისტებს ბევრად უკეთესი სექსუალური ცხოვრება აქვთ, ვიდრე მორწმუნე ადამიანებს. ეს იმითაა განპირობებული, რომ რელიგიურ ხალხს სექსუალური კავშირის შემდეგ კვირების განმავლობაში აწუხებთ დანაშაულის გრძნობა.

კვლევაში, რომელიც კანზასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების, დარელ რეისა და ამანდა ბრაუნის ხელმძღვანელობით ჩატარდა, 14 500 ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტში თანაბრად მონაწილეობდნენ ათეისტები და მორწმუნეები. ჯგუფში შემავალმა ყველა წევრმა განაცხადა, რომ სისტემატურად უყურებენ პორნოგრაფიას, აქვთ ორალური სექსი. კვლევამ აჩვენა, რომ არამორწმუნეები უფრო თამამად საუბრობენ სექსუალურ ფანტაზიებზე და ინტიმური კავშირისას გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებენ. როგორც მორწმუნე ადამიანები ამბობენ, სექსუალური კავშირის შემდეგ ყოველთვის სინანულის გრძნობა ეუფლებათ.

ამასთან, მათ ვინც ძლიერ მორწმუნე ოჯახებში გაიზარდა, რცხვენოდათ, რომ მშობლებისთვის სქესობრივ ცხოვრებაზე შეკითხვები დაესვათ და ამიტომ სექსუალურ განათლებას პორნოგრაფიით იღებდნენ.

dailymail.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს