პოლიციამ 21 წლის გოგონა დააპატიმრა, რომელსაც 8 წლის ბიჭთან 50-ჯერ ჰქონდა სექსი

 პოლიციამ 21 წლის გოგონა დააპატიმრა, რომელსაც 8 წლის ბიჭთან 50-ჯერ ჰქონდა სექსი

21 წლის პედოფილ გოგონას, ლორენ მორისს 8 წლის ბიჭთან 50-ჯერ ჰქონდა სექსი.

ლორენი 16 წლის იყო, როდესაც პირველად სკოლის მოსწავლესთან ინტიმური კავშირი დაამყარა. სკოლის მოსწავლე მაშინ 8 წლის იყო, გოგონა ბავშვთან ინტიმურ კავშირს 2 წლის განმავლობაში ამყარებდა, ვიდრე მოსწავლე 10 წლის არ გახდა. ბიჭი ახლა 14 წლისაა და სკოლაში ამის შესახებ იტრაბახა; სამართალდამცავებმაც პედოფილიის შესახებ ამ გზით შეიტყვეს.

სასამართლომ მორისს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ვიდრე მოსამართლეს განაჩენი გამოჰქონდა, ლორენი სასამართლოს შენობის წინ ერთობოდა - სიგარეტს ეწეოდა და იცინოდა.

მორისი ინგლისის ქალაქ ჰერეფორდში ცხოვრობს. როგორც სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადეს, მას ასევე ეკრძალება ბავშვებთან კონტაქტი მშობლის ნებართვის გარეშე. ამასთან, დაარეგისტრირეს სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში, სადაც მისი პირადი ინფორმაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში შეინახება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს