რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს (+6 ფოტო)

რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს (+6 ფოტო)

ყველამ ვიცით, რომ მცენარე ოთახში ჰაერს აჯანსაღებს - გამოყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშირორჟანგს. გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელი მცენარე უნდა გაახაროთ თქვენს სახლსა თუ ოფისში.

მისაღებისა და ოფისისთვის

სპატიფილუმი (Peace lily)

შთანთქავს ისეთ სიბინძურეებს, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, Trichloroethylene (გვხვდება პლასტმასში), ბენზოლი (გვხვდება საღებავებში) ქსილოლი (გვხვდება წებოში). მცენარეს უყვარს სინათლე. სამწუხაროდ, ეს მცენარე ტოქსიკურია ძაღლებისა და კატებისთვის, ამიტომ სახლში მათი ყოლის შემთხვევაში, იყავით ფრთხილად.

ფუფალა (Areca Plant)

პალმისებრთა ოჯახის ეს მცენარე აქტიურად ჟანგბადს დღისით გამოყოფს, აუმჯობესებს და აღადგენს ჰაერის ტენიანობას ზამთრის მშრალ დროს და შთანთქავს ტოქსინებს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ეს მცენარე ისეთ ოთახში იქნება, სადაც დიდ დროს ატარებთ. NASA-ს აზრით, ეს პალმა აქრობს ფორმალდეჰიდს (ჭიანჭველამჟავა). როგორც წესი, ამ ნივთიერებას შეიცავს ავეჯი და ხალიჩები.

საძინებლისთვის

სანსევიერია (ე.წ. სიდედრის ენა Mother-in-law's tongue)

ეს მცენარე განსაკუთრებით აქტიურად ჟანგბადს სწორედ ღამით გამოყოფს, ამიტომ უმჯობესია ის საძინებელში გქონდეთ. მცენარის კიდევ ერთი პლუსი ის არის რომ უპრეტენზიოა - ადვილად იტანს ნებისმიერ პირობებს (ჩრდილს, მკვეთრ შუქს, მშრალ და ტენიან ჰაერს)

კაუჩუკის ფიკუსი (Rubber plant)

მცენარის მსუქანი და მუქი მწვანე ფოთლები, ფილტრავს ფორმალდეჰიდს, ბენზოლს, ამიაკს.

სამუშაო ადგილისთვის

ეპიპრემნუმი (Money plant ან Golden pothos)

ეპიპრემნუმი ასევე შთანთქავს ტოქსინებს. შეგიძლიათ ის სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერის გვერდით დადგათ. მცენარე სწრაფად იზრდება და ხშირად მორწყვასაც არ საჭიროებს. გახსოვდეთ, რომ ეს მცენარეც ტოქსიკურია შინაური ცხოველებისთვის.

დრაცენა (Dracaena)

დრაცენა ჰაერიდან შთანთქავს: ბენზოლს, ქსილოლს, ტოლუოლს (არომატული თხევადი ნახშირწყალბადი; იყენებენ ფეთქებადი ნივთიერებების, საღებავების, სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში.) ანეიტრალებს მავნე ნივთიერბებს, რომლითაც გარემოს აბინძურებენ პრინტერები, ქსეროქსის მანქანები. გარდა ამისა, დრაცენას დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი ეფექტი აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ექიმები გიჟებივით დარბიან...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

"სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს“ - ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები "პარიზული დღეებიდან“