ქალი ამტკიცებს, რომ მშობიარობისას ხვლიკი გააჩინა

ქალი ამტკიცებს, რომ მშობიარობისას ხვლიკი გააჩინა

ინდონეზიელი ქალი, დები ნუბატონისი ამტკიცებს, რომ მშობიარობის ტკივილები განიცადა და ხვლიკი გააჩინა. ექიმები ნუბატონისის სიტყვებმა შოკში ჩააგდო.

"ამ ამბავში ყველაფერი რიგზე არაა. ვიკვლევთ, წინასწარ განზრახული ტყუილია თუ არა. აშკარად საშვილოსნო ცარიელია და შესაძლოა იყოს ცრუ ორსულობა. თუმცა, ის, რომ ხვლიკი გარეთ გამოვიდა, სიბრიყვეა. მეცნიერებაში სხვა სახეობაზე მშობიარობა არასდროს დაფიქსირებულა", - ამბობენ სპეციალისტები, რომლებიც ახალბედა დედას სოფელში სტუმრობდნენ.

ცრუ ფეხმძიმობა მდგომარეობაა, როდესაც ქალს ეჩვენება, რომ ორსულადაა და თითქმის ყველა ის ფიზიკური ნიშნები აღენიშნება, რაც ნამდვილ ორსულს. თუმცა, თანასოფლელები ამბობენ, რომ დები ორსულად იყო და მერვე თვეში იმყოფებოდა, როდესაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო. საავადმყოფოში წასვლაზე უარი თქვა, რადგანაც სოფლიდან შორს იყო; მას მშობიარობაში ბებიაქალი დაეხმარა. ბებიაქალი ჟოზეფინ ლიდია ჰელენ ვადუ ამბობს, რომ მშობიარობისას მან ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ ჩვილის ნაცვლად, პატარა ხვლიკი დაიბადა. შოკირებულმა ბებიაქალმა "ახალშობილი" ჯანმრთელობის ცენტრში (Oenuntono Health Center) გადაიყვანა, იქნებ მათ მაინც გაერკვიათ, რა ხდებოდა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს