არჩევნებში მონაწილეობის გამო, 11 ამომრჩეველს თითები დააჭრეს

არჩევნებში მონაწილეობის გამო, 11 ამომრჩეველს თითები დააჭრეს

თალიბებმა 11 ადამიანს თითები დააჭრეს - მათ ასე დასაჯეს ამომრჩევლები, რომლებმაც ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გაბედეს და სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს.

ბარბაროსული თავდასხმა ავღანეთის ქალაქ ჰერათში მოხდა. როგორც პოლიციელები ამბობენ, თავდასხმას 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 20 სამოქალაქო პირია. ამასთან, იერიშს 60 მებრძოლი შეეწირა.

თალიბანის წევრებმა ადგილობრივებს მოუწოდეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. თალიბების გაღიზიანებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 2 პოლიტიკოსი - აბდულა აბდულაჰი და აშრაფ განი აჰმაძაი იწვევს. ორივე პოლიტიკოსი გეგმავს, რომ დასავლეთთან კავშირები გააუმჯობესოს.

ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 7-მა მილიონმა ავღანელმა მიიღო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს