მოდელი მონაზვნად აღიკვეცა

მოდელი მონაზვნად აღიკვეცა

ცნობილი ესპანელი მოდელი ოლალა ოლივეროსი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე ცნობილ დიზაინერებთან და სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს, სექსუალურ ფოტოსესიებს დაემშვიდობა და მონაზვნად აღიკვეცა.

მისი, როგორც მონაზვნის სახელია და ოლალა დელ სი დე მარია. ის პირველი მოდელი არაა, რომელმაც პოდიუმზე უარი თქვა და მონაზვნად აღიკვეცა. კოლუმბიელი ამადა როსა პერეზი, რომელიც კოლუმბიის საუკეთესო ტოპ-მოდელთა შორის განიხილებოდა, მონაზვნად 2005 წელს აღიკვეცა - მან მაშინ განაცხადა, რომ სტრესით სავსე ცხოვრებით დაიღალა.

"დავიღალე ტყუილებით, სიყალბით, თვალთმაქცობითა და ფარისევლობით სავსე მსოფლიოში ცხოვრებით - ჩვენს საზოგადოებას ღირებულებები აღარ გააჩნია", - განაცხადა ამადამ ჟურნალ El Tiempo-სთან საუბარში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: ქართველი მოდელი, რომელიც ბერად აღიკვეცა - გზა პოდიუმიდან მონასტრამდე (+29 ფოტო)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს