მთავრობა 1500 მეძავს კომპენსაციას გადაუხდის - ბორდელები იხურება

მთავრობა 1500 მეძავს კომპენსაციას გადაუხდის - ბორდელები იხურება

ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი ბორდელი - "თოჯინა" დაიხურა.

თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა ნაწილი მუშაობას განაგრძობს. ბორდელი ოფიციალურად 18 ივნისს დაიხურა. სურაბაიას რეფორმატორი მერი ტრი რისმაჰარინი აცხადებს, რომ მთავრობა 1500 სექს-მუშაკს კომპენსაციის სახით 425 დოლარს გადაუხდის. მეძავების ნაწილმა თანხა აიღო და "პენსიაზე" დროზე ადრე გასვლა არ გააპროტესტა, თუმცა ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა მათზე საერთოდ არ ზრუნავს და კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხა ძალიან დაბალია.

რისმაჰარინი ქალაქის პირველი ქალი მერია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს