ქალი, რომელიც 10 000 კაცთან იწვა (+10 ფოტო)

ქალი, რომელიც 10 000 კაცთან იწვა (+10 ფოტო)

ავსტრალიელი გვინეტ მონტენეგრო, რომელიც ყოფილი ესკორტ-გოგონაა, ჟურნალისტებთან გულახდილად აცხადებს, რომ 10 000 კაცთან იწვა.

გვინეტს "კარიერის" განმავლობაში უამრავი ფული დაუგროვდა. ის ამბობს, რომ მისი მშობლები ქრისტიანები არიან და ბავშვობიდან ღვთისმოშიშად ზრდიდნენ, თუმცა ახალგაზრდობაში სხვა ცხოვრების გზა აირჩია. ელიტ ესკორტ-გოგონას საათში 500-დან 1000 დოლარამდე უხდიდნენ. მისი ცხოვრება სავსე იყო ალკოჰოლით, ნარკოტიკითა და ორგიებით. ის ავსტრალიაში ცხოვრობს და თავდაპირველად მხოლოდ ამ ქვეყანაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ეგზოტიკურ კურორტებზეც გადაჰყავდათ. 36 წლის გვინეტი ამბობს, რომ წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს, იმავე გზას არ გაივლიდა.

18 წლის ასაკში ჯგუფურად გააუპატიურეს, 19 წლის ასაკში სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობა დაიწყო, ხოლო 21 წლისა უკვე მაღალანაზღაურებადი ესკორტ გოგონა გახდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ყველაზე მეტად 77 წლის დედას უფრთხილდება.

"ნამდვილი სახელითა და გვარით არასდროს მიმუშავია. კლიენტებისთვის ხან ვინ ვიყავი და ხანაც - ვინ. ცნობილი მსახიობებისთვის, ადვოკატებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ვმუშაობდი. მშობლებს ეგონათ, რომ თავს მოდელობით ვირჩენდი და ხელფასიც ამ საქმით მქონდა. 24 წლის ასაკში ავტოავარიაში მოვყევი, მაგრამ გადავრჩი - სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ საქმით აღარ დავკავდებოდი, თუმცა საქმისთვის თავის დანებება ვერ შევძელი. მშობლებმა საავადმყოფოში გაიგეს, რეალურად რას აკეთებდა მათი ქალიშვილი. მათ მაპატიეს", - ამბობს გვინეტი.

29 წლის ასაკში ოცნება აისრულა და პროფესიონალი პილოტი გახდა. თუმცა ამავე წელს თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. ესკორტ-გოგონად მუშაობა 3 წლის წინ შეწყვიტა და ამჟამად საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული.

ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს