პრაგმატული რჩევები ქალებს

პრაგმატული რჩევები ქალებს

საჭირო რჩევები ქალბატონებისთვის.

1. როგორ ხანგრძლივ და საინტერესო წვეულებაზეც არ უნდა იყოთ, ეცადეთ გაიღვიძოთ საკუთარ ლოგინში

2. ორცხობილასა და ვაშლს შორის არჩევანი ჭიქა წყალზე გააკეთეთ

3. როცა ღამის 12 საათია, თავი გაქვთ დასაბანი და ეპილაცია და მანიკური გასაკეთებელი, ყოველთვის აირჩიეთ ძილი. იმიტომ რომ ჩამოთვლილ პრობლემებს ადვილად დამალავთ გრძელმკლავიანი მაისურით ან ქუდით, ხოლო ვერსად დამალავთ თქვენს დაღლილ სახეს და ცუდ ხასიათს. ამასთან, დილით თუ ცოტა ადრე გაიღვიძებთ, შესაძლოა ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრაც მოახერხოთ, ხოლო ფრჩხილის უფერულ ლაქს ტრანსპორტშიც წაისვამთ.

4. იმოგზაურე და ამისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენე. ახალი შთაბეჭდილებები ეს ერთადერთი საშუალებაა, მიიღო გამოცდილება ისე, რომ ასაკის მატებას არ ელოდო.

5. ვიდრე სიტუაციას შეაფასებ, დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: არის კი ეს შენი საქმე? შემდეგ გაჩუმდი და გააგრძელე მუშაობა.

6. არაადეკვატურ ადამიანზე დროის დაკარგვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც თქვენ ექიმი ხართ, ის კი პაციენტი, რომელიც ამაში ფულს გიხდით.

7. თავბრუდამხვევ რომანსა და ფულის შოვნის შესაძლებლობას შორის, არჩევანი მეორეზე გააკეთეთ

8. კამათში ჭეშმარიტება კი არა შაკიკი "იბადება". დაზოგეთ დრო და ნერვები.

9. რამდენიმე დღიანი მარტოობა უკეთეს შედეგს მოგცემთ, ვიდრე სპა-სალონი.

10. არცერთი მამაკაცი ღირს იმად, რომ მთელი დღე თქვენთვის მოუხერხებელი ფეხსაცმელი გეცვათ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს