ბანალური, მოსაწყენი, უნიჭო - 7 ფოტო, რომელიც შვებულების დროს არ უნდა გადაიღო

ბანალური, მოსაწყენი, უნიჭო - 7 ფოტო, რომელიც შვებულების დროს არ უნდა გადაიღო

დაგვეთანხმებით, შვებულება არის პერიოდი, როცა კატასტროფული სისწრაფით გადის დრო, იხარჯება ფული და იცლება ფოტოაპარატის მეხსიერება. როგორ შევინარჩუნოთ ეს უკანასკნელი?

პასუხი მარტივია: ნუ დახარჯავთ დროს არაფრისმომცემ და უნიჭო კადრებზე. ჩვენ შევადგინეთ ფოტოების სია, რომელთა გარეშეც თავისუფლად ჩაივლიდა თქვენი შვებულება.

რა აერთიანებს კადრებს "მზე ხელისგულზე", "ქვიშაში ჩაფლული ადამიანი" და "გოგონა აფრიალებული პარეოთი"? მსგავსი ფოტოები აქვს აურაცხელი რაოდენობის ადამიანს და შესაძლოა, თქვენც კი. ამიტომაც მოდი, ნუ დაკარგავთ დროს და თქვენი აპარატის მეხსიერებას შემდეგი ფოტოების გადაღებისთვის:

1. ცა, თვითმფრინავი, ალკოჰოლი

Duty free-ს მაღაზიები – საყვარელი ადგილია ბევრი ტურისტისთვის, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ შედარებით დაბალ ფასად იყიდება სასმელი და სხვა რამ. არამც და არამც! უბრალოდ, გაფრენის წინ ბევრს რატომღაც აეროფობია ეწყება და სწორედ მასთან საბრძოლველად ყიდულობენ ისინი ტეკილას, ჯინს, ლიქიორსა თუ სხვა მაგარ სასმელს. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ტურისტების უმეტესობა ამ სასმელს არა ჩასხდომამდე, რომელიმე კაფეში მიირთმევს, არამედ პირდაპირ ჰაერში და რა თქმა უნდა, ამ "ისტორიულ ფაქტს" აფიქსირებს კიდეც.

2. მე, შვედური მაგიდა და წითელი ღვინო

შვედური მაგიდა – რამდენ რამეზე მეტყველებს ეს სიტყვები... ხშირად სწორედ ეს სიტყვათშეთანხმება ხდება მიზეზი იმისა, რომ ტურისტები ირჩევენ ამა თუ იმ კურორტს დასასვენებლად. და ალბათ ამიტომაც არის, რომ ისინი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ არ დააფიქსირონ ეს "სიმდიდრე" ფოტოკამერით. სხვათა შორის, უცნაური კანონზომიერებით, ასეთ ფოტოებს ტურისტები შვებულების დასაწყისში იღებენ (ალბათ იმიტომ, რომ ჯერ მათ სხეულზე არ არის ასახული დელიკატესები და სხვადასხვა ტკბილეული).

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს