10 თვისება, რომელიც ყველა კარგ მშობელს უნდა ჰქონდეს

10 თვისება, რომელიც ყველა კარგ მშობელს უნდა ჰქონდეს

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ბავშვებს თავიანთი თვისებები მშობლებისგან გენებით გადაეცემათ. ეს თვისებები თანდათან, ხელშემწყობი ფაქტორების ზეგავლენით "იფურჩქნება" კარგი მშობელი ვალდებულია, ბავშვს პოზიტიური მხარეები გაუძლიეროს, უარყოფითი კი დაჩრდილოს, მაგრამ თავად რა თვისებების მატარებელნი უნდა იყვნენ მშობლები, რომ ეს შეძლონ?

1. სიყვარულის ნიჭი

ბავშვს მალ-მალე უნდა უთხრათ, რომ გიყვართ. უანგაროდ უნდა გიყვარდეთ და იმაზე არ ფიქრობდეთ, მომავალში როგორ დაიბრუნებთ მისგან ამ სიყვარულს.

2. მოთმინების უნარი

ეს თვისება ბევრ მშობელს აკლია. ყოველდღიურად უპასუხო ათასი შეკითხვას, აიტანო უმიზეზი ჭირვეულობა, გაუძღვე ოჯახურ საქმეებს - მართლაც დიდ სულიერ ძალას მოითხოვს.

3. პატიოსნება და გულწრფელობა

ასეთი უნდა იყოთ არა მარტო ბავშვის, არამედ საკუთარი თავისა და ყველას წინაშე. თუ ბავშვის თანდასწრებით ვიღაცას სიყვარულს ეფიცებით, შემდეგ ასევე ბავშვის თვალწინ ზურგსუკან ლანძღავთ, ჩათვალეთ, რომ შვილის მომავალ ხასიათში სიცრუის მარცვალი უკვე დათესეთ.

4. თავშეკავება

"ეს არ გააკეთო, ასე არ მოიქცე, იქ არ წახვიდე, ამას ნუ იცვამ... " ნაცნობი სიტყვებია. თუ ბავშვს კალთაზე გამოიბამთ, მისგან ძლიერი პიროვნება ვერასოდეს დადგება. გახსოვდეთ, რომ ბავშვსაც აქვს შეცდომის დაშვების, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების, ინდივიდუალიზმის უფლება. მშობელმა მხოლოდ ტაქტიანად უნდა მოახერხოს კორექტირება.

5. თავდაჯერებული

ასეთი მშობლები ხასიათის ამ თვისებას ბავშვებსაც უნერგავენ. მათი შვილები გაცილებით მალე აღწევენ დამოუკიდებლობას.

იხილეთ სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს