ძველი იაპონური ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზას მიგვანიშნებენ

ძველი იაპონური ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზას მიგვანიშნებენ

იაპონური კულტურის იდუმალებასა და სიბრძნეზე საათობით შეიძლება საუბარი. დღეს ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ქვეყანა თავის ფესვებსა და ტრადიციებს ინარჩუნებს და მისდევს მათ. იქნებ, სწორედ ამაშია ამ ქვეყნის ასეთი წინსვლის საიდუმლო?

გთავაზობთ ძველ იაპონურ ბრძნულ გამონათქვამებს, რომლებიც იმედია, სულ ცოტათი მაინც მიგვაახლოებენ ჭეშმარიტებასთან და წარმატების ფორმულასაც გვაპოვნინებენ.

თუ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, მაშინ არ ღირს მასზე ნერვიულობა, მაგრამ თუ მისი მოგვარება შეუძლებელია, მაშინ მასზე ნერვიულობას აზრი არ აქვს.

დაფიქრდი და გადაწყვიტე, ხოლო თუ გადაწყვიტე - აღარ იფიქრო.

ნუ შეაყოვნებ მიმავალს, ნუ გააგდებ მოსულს.

სწრაფად - ეს ნელაა, ოღონდ შეუჩერებლად.

ჯობს იყო კარგი ადამიანის მტერი, ვიდრე ცუდის - მეგობარი.

ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე ვერ იარსებებენ გამოჩენილები.

ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებს.

ცოლი და ქმარი ხელებსა და თვალებს უნდა ჰგავდნენ: როცა ხელს სტკივა - თვალები ტირიან,

ხოლო როცა თვალები ტირიან - ხელები ცრემლს იმშრალებენ.

იხილეთ ვრცლად

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ პერიოდში შეიძლება თქვენთვის გაიხსნას "დახურული კარი"