როგორია ევროპელი მასწავლებლების ხელფასი - რამდენს უხდიან პედაგოგებს საათში?

როგორია ევროპელი მასწავლებლების ხელფასი - რამდენს უხდიან პედაგოგებს საათში?

საქართველოში პედაგოგის შრომა დაფასებული არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სახელფასო ანაზღაურების ნუსხა, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, გულს არ დაგწყვეტთ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ, რამდენად განსხვავდება თქვენი შემოსავალი თქვენი ევროპელი კოლეგების შემოსავლისგან. გამოცემა Daily Mail 2013 წლის მონაცემებს აქვეყნებს. რეიტინგში შესულია მსოფლიოს 23 ქვეყანა და მასწავლებლების ხელფასი, მათი საათობრივი ანაზღაურება.

როგორც 2013 წელს დაბეჭდილ სტატიაში ვკითხულობთ, ინგლისში სკოლის მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 2011 წელს წელიწადში 27 832 გირვანქა სტერლინგი იყო, რაც გაცილებით მაღალია ვიდრე საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში. ინგლისელი მასწავლებლები წელიწადში 684 საათი მუშაობენ, ფრანგები - 936, ხოლო იტალიელები - 770. მონაცემები Organisation for Economic Co-operation and Development-მა წარმოადგინა. ვინაიდან Daily Mail ბრიტანული გამოცემაა, ხელფასი გირვანქა სტერლინგშია დათვლილი და არა ევროში. 2013 წლის მონაცემით, ანაზღაურების ნუსხა ასე გამოიყურება:

1. ლუქსემბურგი - (72.49 გირვანქა სტერლინგი საათში)

2. დანია - (48.68 გირვანქა სტერლინგი საათში)

3. გერმანია (45. 87 გირვანქა სტერლინგი საათში)

4. ინგლისი (40. 69 გირვანქა სტერლინგი საათში)

5. ბელგია (38. 72 გირვანქა სტერლინგი საათში)

6. ირლანდია (37.76 გირვანქა სტერლინგი საათში)

7. ნიდერლანდი (35.35 გირვანქა სტერლინგი საათში)

8. შოტლანდია (35.28 გირვანქა სტერლინგი საათში)

9. ფინეთი (35.03 გირვანქა სტერლინგი საათში)

10. ავსტრია (33.60 გირვანქა სტერლინგი საათში)

11. ნორვეგია (31.89 გირვანქა სტერლინგი საათში)

12. საბერძნეთი (30.08 გირვანქა სტერლინგი საათში)

13. ესპანეთი (29.53 გირვანქა სტერლინგი საათში)

14. სლოვენია (29.33 გირვანქა სტერლინგი საათში)

15. პორტუგალია (28.17 გირვანქა სტერლინგი საათში)

16. ისლანდია (27.19 გირვანქა სტერლინგი საათში)

17. იტალია (26.92 გირვანქა სტერლინგი საათში)

18. საფრანგეთი (22.27 გირვანქა სტერლინგი საათში)

19. პოლონეთი (21.49 გირვანქა სტერლინგი საათში)

20. ჩეხეთი (15.11 გირვანქა სტერლინგი საათში)

21. უნგრეთი (13.65 გირვანქა სტერლინგი საათში)

22. ესტონეთი (12.50 გირვანქა სტერლინგი საათში)

23. სლოვაკეთი (9.56 გირვანქა სტერლინგი საათში)

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

"ორი გადასახლება, ტიფის ეპიდემია...კორონაც დაამარცხა" - რას წერენ სალომე ღვინიაშვილის ბებოს შესახებ, რომელიც 97 წლის გახდა

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?