დედა, რომელმაც 5 თვის ბავშვი შიმშილით მოკლა, პატიებას ითხოვს

დედა, რომელმაც 5 თვის ბავშვი შიმშილით მოკლა, პატიებას ითხოვს

მორიგი საზარელი შემთხვევა რუსეთში ამ წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა ხმაურიანი სასამართლო პროცესი ახლა მიმდინარეობს და საზოგადოება სუნთქვაშეკრული ადევნებს მას თვალს.

19 წლის ალიონა იპატოვა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დედაა დედათა შორის. ძველით ახალ წელს სახლიდან წავიდა, რომ მეგობრებთან ერთად დაელია და ახალი წელი აღენიშნა. 5 თვის პატარა გოგონა არც კი გახსენებია.

21 იანვარს მისი დაბადების დღე იყო – 19 წლის გახდა. ეს კიდევ ერთი მიზეზი გახლდათ, რომ მეგობრებთან ერთად მოელხინა. მთელი ორი კვირა ისე გავიდა, თავში აზრად არ მოსვლია, რომ შინ პატარა ჰყავდა დატოვებული. როგორც მეზობლები ჰყვებიან, არც მათ იცოდნენ ეს ამბავი, თორემ ვიღაც მაინც მიაკითხავდა საწყალ ბავშვს.

ორი კვირის მერე სახლში ალიონას ბაბუა მივიდა, რომ მრიცხველიდან მონაცემები ამოეწერა. როგორც ამბობს, სამ კვირაში ერთხელ მიდიოდა ხოლმე, ცოტა ფულს უტოვებდა გოგონას, რომელიც უქმროდ ზრდიდა შვილს.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს