გინდა დაგაფასონ? - მოკვდი - იტალიელთა ბრძნული რჩევები

გინდა დაგაფასონ? - მოკვდი - იტალიელთა ბრძნული რჩევები

იტალიური ხალხური სიბრძნე ისეთივე ტემპერამენტული, ემოციური და გაბედულია, როგორც თავად იტალიელები. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფრაზას, რომლებიც ამ ქვეყანასა და მის მცხოვრებთ უფრო დაგაახლოვებთ.

*როცა თამაში მთავრდება, მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან

*შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვათ

*ჯობს ერთი დღით იცოცხლო, როგორც ლომმა, ვიდრე 100 წლით, როგორც ცხვარმა

*სტუმარი თევზივითაა - სამი დღის მერე აყროლებას იწყებს

*ცხოვრება საახალწლო ნაძვის ხეს ჰგავს - ყოველთვის აღმოჩნდება ვინმე, ვინც სათამაშოს გატეხავს.

*ღმერთო დამიფარე მეგობრებისგან, მტრებს თავად მოვუვლი

*თუ სურვილი გაქვს, შეუძლებელი არაფერია

*ადამიანს იმის მიხედვით ნუ განსჯი, რასაც მასზე ამბობენ

*ღვინო და მეგობრობა თუ არ დაძველდა, ისე გროშის ფასი აქვს

*ზოგჯერ სულელებსაც მოუსმინე, შეიძლება მათი აზრი რამეში გამოგადგეს, მაგრამ არასოდეს ჩაერთო მათთან კამათში

*ამინდის, ქმრისა და შვილების გამოცნობა არასოდეს გაგიჭირდება, ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩანან

*მტერი მაშინ არის საშიში, როცა მის გამარჯვებას აღიარებ

*ქალთან კამათის 2 ხერხი არსებობს, მაგრამ არცერთი არ "მუშაობს"

*ვირად დაბადებული ცხენად ვერ მოკვდება

*გაკეთებულის გადაკეთება ყველაზე საშინელი სამუშაოა

*გინდა დაგაფასონ? - მოკვდი

*ცოლი და ცხენი თვალდახუჭულმა აარჩიე - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გქონდეს

*მარტოობა სამოთხეშიც არავის უნდა

*ყველაფერი ღვთისგან მოდის, ქალის გარდა

*სასიყვარულო ბრძოლაში ის იმარჯვებს, ვინც მიდის

*ვინც ლუდს სვამს, ასი წელი ცოცხლობს

*მხოლოდ ნამდვილი მეგობარი გეტყვის, რომ სახეზე ტალახი გისვია

*არ შეეხო პრობლემას, სანამ ის არ შეგეხება შენ

*ეს ქვეყანა მომთმენებისაა

*იმედი საუზმედ კარგია, ვახშმად - ცუდი

*მდინარის სიღრმე ორი ფეხით არ უნდა შეამოწმო

*თუ მამალი ჩუმადაა და დედალი ყივის, იმ საქათმეში მშვიდობა ვერ იქნება

*ადამიანის ფასი იმდენივეა, რამდენი ენაც იცის

*სამუშაო კარგად შესრულებულია, თუ პირველივე ცდაზე კარგად შესრულდა

*დიდ კვერცხს შავი დედალიც დებს

*ბევრს საკმარისი სჯობს

*ღმერთი მას ესაუბრება, ვინც ჩუმადაა

*ადამიანს წლები უფრო ცვლის, ვიდრე წიგნები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს