სექსუალური მარტოხელა გოგონა პაემანზე დაპატიჟებას ითხოვს (+9 ფოტო)

სექსუალური მარტოხელა გოგონა პაემანზე დაპატიჟებას ითხოვს (+9 ფოტო)

შესაშური ტანის, ულამაზესი სახის, მოვლილი თმისა და სექსუალური მზერის პატრონი 25 წლის ლუსი ჰაროლდი თავს უიღბლო ადამიანად მიიჩნევს, რადგანაც პარტნიორის მოძებნა უჭირს.

ავსტრალიაში, ქალაქ ტამუერთში მცხოვრები მარტოხელა ლუსი ჩივის, რომ პაემანზე არავინ ეპატიჟება. მოდელი, რომელიც ქალის თეთრეულის სხვადასხვა ცნობილ ბრენდს უწევს რეკლამას და კაცების ჟურნალებისთვის პოზირებს, ამტკიცებს, რომ არასდროს ეფლირტავებიან და "სიყვარულში უბედურია". მარტოობით ისე დაიღალა, რომ გაცნობის საიტი შექმნა - იქნებ მასთან ერთად ბევრ მარტოხელა ადამიანს გაუმართლოს.

"სიყვარულში ძალიან უიღბლო ვარ. მამაკაცები ფიქრობენ, რომ ან შეყვარებული მყავს, ან მოდელი ვარ და პაემნები არ მაინტერესებს. ასე არ არის. ყველაზე ერთგული მეგობრებიც კი გაოცებულნი რჩებიან, როდესაც კლუბში სასმელზეც კი არავინ მპატიჟებს", - ჩივის ლუსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს